reportiori.ge - ნიკა გვარამია: შეცდომა დაუშვა მედიამ, როცა თავი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ გამოაცხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:52
მედია
ნიკა გვარამია: შეცდომა დაუშვა მედიამ, როცა თავი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ გამოაცხადა
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 21:54



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია უკრაინული სააგენტოს uareview.in.ua-ს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება. გვარამია ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბარი მასსა და მიხელ სააკაშვილს შორის დაახლოებით ათი დღის წინ შედგა.


„ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა. ეს არის სასამართლოს სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარუდოდ 19 ოქტომბრით.

 

მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის საინტერესოა, თუმცა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველაფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომელზეც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს. ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა. რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება ბარიკადებს აგების და ა.შ. შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, დაახლოებით ათი დღე არის გასული საუბრიდან და ნახოთ, რა ხდება.

 

ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება და პოლიტიკური გემოვნება, ისე გადაწყვიტოს საკითხები, როგორც მას სურს და ის ამისთვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, „ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი. საქართველოში არსებულმა ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა ლიდერმა დაახლოებით იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ჩემთან პირად საუბარში. ყველამ დაახლოებით თქვა ერთი და იგივე. ყველამ გაგვაფრთხილა, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

 

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. ჩვენ ვართ ტელევიზია, ჩვენი სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ განპირობებულია ჩვენი შეხედულებით, რომელიც ეფუძნება ურღვევ ფასეულობებს, ევროინტეგრაციულ პროცესებს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პროცესების გაშუქების ხედვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვემსახურებით რომელიმე პარტიის ხელისუფლებიდან წასვლას, ან რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოყვანას.

რევოლუციურ სცენარზე თუ რაიმე სხვაგვარ სცენარზე გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები და არა მედია. ძალიან ღრმა შეცდომაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მედიას შეუძლია რევოლუციის მოხდენა. ძალიან ღრმა შეცდომა დაუშვა მედიამაც როცა ჩათვალა, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუცია" იყო მისი დამსახურება და თავი გამოაცხადა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად". რა თქმა უნდა ეს მითია, მედიები ვერ ახდენენ ვერც რევოლუციებს, ვერც სხვა ტიპის ცვლილებებს საზოგადოებაში, ამას ახდენს ხალხი და პოლიტიკოსები. პოლიტიკურ პროცესებს მართავენ პოლიტიკოსები."- განაცხადა გვარამიას საგანგებო ბრიფინგზე. 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016