reportiori.ge - გიორგი ლაფერაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:34
მედია
გიორგი ლაფერაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 21:37


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით ტელეკომპანია საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის, რომელიც არხის პოლიტიკურ- ანალიტიკურ ასპექტში არსებულ დარღვევებს გააკონტროლებს.

ამის შესახებ ლაფერაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საზოგადოებრივ საბჭოში გასაწევრიანებლად შეთავაზება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და ჟურნალისტებს უკვე გაეგზავნათ.


„ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ დავაფიქსირეთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს და თამაშის წესებს. ჩვენი სურვილია ვაკეთოთ ის საქმე რაც ვიცით, ვაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა შესაძლოა საზოგადოების ერთ ნაწილში დატოვა კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან  დაკავშირებით. ამიტომ, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელის კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს,  რასაც „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს, საუბარი არის პოლიტიკურ და ანალიტიკურ გადაცემებზე.

 

ეს ინციატივა ვანვიხილეთ დღეს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ დახურულ შეხვედრაზე. რამდენადაც ის სავსებით მისაღები აღმოჩნდა ჩვენი ჟურნალისტებისთვის, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი როგორც არხის ხელმძღვანელობასთან, ისე არხის დამფუძნებელთან და მივედით შეთანხმებამდე.

მინდა გაგაცნოთ ამ საზოგადოებრივი საბჭოს  შესახებ დამატებითი ინფორმაცია. საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულერების ფარგლებში, საბჭო მისცემს არხს რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით, ეს იქნება დავების განმხილველი მეორე ინსტანციის ორგანო.  საბჭო დააფიქსირებს დარღვევებს და გასცემს ამ დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციებს."- აღნიშნა ლაფერაშვილმა.


„რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებით საბჭოში გასაწევრიანებლად შეთავაზება უკვე გაეგზავნა  ჟურნალისტს- ნინო ჯაფიაშვილს, მედია მკვლევარს- ნინო დანელიას  და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანს, - ნინო ივანიშვილს.

ლაფერაშვილმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მოუწოდა, დასთანხმდნენ შეთავაზებას და საბჭოში გაწევრიანდნენ.


„მინდა მივმართო შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: „ახალგზრდა იურისტთა ასოციაციას", „საერთაშორისო გამჭვირვალობას", „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას," „სიდა-ს", „მედიის განვითარების ფონდს," „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას," „საქართველოს რეფორმების ასოციაციას", „ფონდ ინტერნიუსს," და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს." მივმართავთ ამ ორგანიზაციებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ წამოწყებაში, მიიღონ ჩვენი შეთავაზება და გახდნენ „რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები."- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016