reportiori.ge - ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები არც ისე სუფთაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:33
სხვადასხვა
ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები არც ისე სუფთაა
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 02:08



ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები, რომლებიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ხელსაბანებთან არის დამონტაჟებული, არც თუ ისე უვნებელია. კანადის ლავალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 6 ყველაზე ფართოდ გავრცელებული სავაჭრო მარკის პროდუქცია შეისწავლეს და ყველა მათგანზე სხვადასხვა სახის ბაქტერიების ჯგუფი აღმოაჩინეს.


სპეციალისტების შეფასებით, ქაღალდის ხელსახოცის ბაქტერიებით დაბინძურება გარდაუვალია, რადგან მისი შემადგენელი ნაწილი - სახამებელი და სხვა დანამატები - მიკრობების გამრავლებისთვის ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია. გარდა ამისა, ქაღალდზე, რომელიც გადამუშავებული ნედლეულით არის მიღებული, ბაქტერიების 100-ჯერ მეტი რაოდენობა ბინადრობს, ვიდრე პირველადი დამუშავების ცელულოზაში.


შედარებით იმედისმომცემად ჟღერს მეცნიერების დასკვნა, რომ ქაღალდის ხელსახოცზე აღმოჩენილი ბაქტერიები საშიშ დაავადებებს არ იწვევენ. გაცილებით სახიფათოა ხელსაბანებთან დამონტაჟებული ელექტრო საშრობები, რადგან მაღალი ტემპერატურა და ნესტი სახიფათო დაავადებების გავრცელებას უფრო მეტად უწყობს ხელს.


http://www.mshoblebi.ge/

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016