reportiori.ge - „უკრაინული ვიკილიქსი“: მოხარულები ვართ, რომ გამოქვეყნებულმა მასალებმა „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებს თავიდან ააცილა სისხლიანი პროვოკაცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:58
მედია
„უკრაინული ვიკილიქსი“: მოხარულები ვართ, რომ გამოქვეყნებულმა მასალებმა „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებს თავიდან ააცილა სისხლიანი პროვოკაცია
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 13:27


ვებ-გვერდი „Український Wiki Leaks ", მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან საუბრის ამსახველ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.



ვებ-გვერდის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ სააკაშვილის და ბოკერიას სტამბოლის აეროპორტში საუბრის გამოქვეყნებამ სატელევიზიო არხ „რუსთავის 2"-ის თანამშრომლებს თავიდან ააცილა სისხლიანი პროვოკაცია და იხსნა მათი სიცოცხლე.


 

უკანასკნელ პერიოდში უკრაინულ და ქართულ მედიაში გაშუქებულ მოვლენებთან დაკავშირებით  „Український  Wiki Leaks" აცხადებს!

 

„Український  Wiki Leaks" შექმნილია თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ, რომელიც უპირისპირდება რუსეთისა და აშშ-აგრესიას, რომლებიც უკრაინას გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ხურდა ფულად იყენებენ.

 

აშშ-მიერ ნაყიდმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა რუსეთს შესაძლებლობა მისცეს, ყირიმი წაეღო, ხოლო დონბასში უაზრო, ძმათამკვლელი ომი ეწარმოებინა. უკრაინა ეკონომიკური სიდუხჭირისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.

 

ასეთ ვითარებაში დიდ როლს თამაშობს ჩვენთან შემოგზავნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 1989 წელს მსახურობდა რა სასაზღვრო ჯარებში, იგი თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირის სუკ-თან, 1990 წელს სწავლობდა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, გახდა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი. მისმა ბიძამ სუკ-ის პოლკოვნიკმა თ. ალასანიამ 1993 წელს თავისი დიშვილის საარქივო დოკუმენტები გაანადგურა, ხოლო ასლი ინახება საქართველოს ყოფილ სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მას არ ამზეურებს.

 

1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას მიხეილ ნიკოლოზის ძე ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. გააჩნდა რა ორმაგი აგენტობის გამოცდილება, მ. სააკაშვილმა უკრაინაში მოქმედების კარტ-ბლანში მიიღო. ჩვენ გვაქვს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ მის ამოცანაში შედის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება, შეეცადოს სირიაში რუსეთი და აშშ ერთმანეთს შეაჯახოს და ამგავრად მიღოს სამხედრო დახმარება აშშ-სგან და გააფართოოს დაპირისპირების ფრონტი. მას სურს, ბლოკადაში მოაქციოს დნესტრისპირეთი და რუსეთის სამხრეთ უკრაინაში შეჭრის საფუძველი შექმნას, აღადგინოს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის საოჯახო ბიზნესი, მიისაკუთროს უკრაინის სტრატეგიული ობიექტები, ნავსადგურები, ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა.

 

ყველაფერი კეთდება ქართული სცენარით, კორუფციასთან ვითომ ბრძოლა და PR, გაღარიბებული მოსახლეობის ფუჭი სანახაობებით გამოკვება, არ ერიდება ათასობით ჩვენი მოქალაქის მომავლის განადგურებას და ამის ხარჯზე გზას იკაფავს პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგში უკრაინის პრეზიდენტის პოსტისაკენ. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურების პირას დადგეს, ხოლო უკრაინელმა ხალხმა გამოსცადოს ის წამება, გაუპატიურება და გადაგვარება, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში ამყარებდა.

 

ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნამდვილი მასალები და როგორც კი შესაძლებელი იქნება ლაზერული და რადიო ტალღების ბგერით სიგნალად გარდაქმნა, აუდიოვერსიები მაშინვე განთავსდება ჩვენს საიტზე.

 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მ. სააკაშვილის და გ. ბოკერიას (საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი) 22.10.2015 წ. სტამბლის აეროპორტში საუბრის გამოქვეყნებამ სატელევიზიო არხ რუსთავის 2"-ის თანამშრომლებს თავიდან ააცილა სისხლიანი პროვოკაცია და იხსნა მათი სიცოცხლე.

 

მედიის, განსაკუთრებით პრეზიდენტ პოროშენკოს რუპორის უკრაინსკაია პრავდას" და ოდესის გუბერნატორის მ. სააკაშვილის ტელევიზიის რუსთავი 2"-ის საყურადღებოდ!

 

„Український  Wiki Leaks"-ს გააჩნია მუშაობის სპეციფიკური სტილი და არ შეიძლება გააჩნდეს არავითარი ოფისი. ბჭობა იმის შესახებ, თუ სადაა დარეგისტრირებული ანდა სად მდებარეობს საიტი, ფუჭია, საიტის ლოკაცია ხშირად იცვლება.

 

ჩვენ ათეულობით ჰოსტინგი და გამოყოფილი სერვერები გვაქვს მთელ მსოფლიოში და ახალი პუბლიკაციის გამოქვეყნებისას მათი სინქრონიზაცია ხდება. სისულელე იქნებოდა ასეთი რესურსის ერთ კომპანიაში ანდა ერთ ტერიტორიაზე შენახვა, მით უფრო რუსეთზე ანდა აშშ-ზე მიბმა.

 

დაინტერესებულებებისათვის დავაზუსტებთ, რომ ჩვენ გვაქვ ლოკაცია უკრაინაში, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჩინეთში, შვეიცარიაში, რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში და სხვაგან",- აღნიშნულია „Український  Wiki Leaks"-ის განცხადებაში, რომელიც ვებ-გვერდზე 27 ოქტომბერს არის გამოქვეყებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016