reportiori.ge - რუსთავის #17 დაწესებულებაში მსჯავრდებულები მე-3 დღეა შიმშილობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:45
სამართალი
რუსთავის #17 დაწესებულებაში მსჯავრდებულები მე-3 დღეა შიმშილობენ
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 17:57

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #17-ე დაწესებულებაში 12 მსჯავრდებული მესამე დღეა რაც შიმშილობს, მათგან ორს, გიორგი ხურციძეს და ლევან კუტალაძეს მავთულით პირი აქვს ამოკერილი. მოშიმშილე პატიმრები ე.წ. უდოს კომისიისგან მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. მსჯავრდებულები #17-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის, ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შესვლას მოითხოვენ. მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიამ ისეთი მსჯავრდებულების საქმეებიც განიხილა, ვისაც კანონის მიხედვით შეწყალება არ ეკუთვნოდა. პატიმარ გიორგი ხურციძის მამა, იაშა ხურციძე აცხადებს, რომ მისი შვილი რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გადაყვანამდე გლდანის საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, სადაც მასზე სისტემატიურად ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე თქმით, გიორგი ხურციძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისათვის მძიმეა, ე.წ. უდოს კომისიაში კი მისი საქმის გადასინჯვაზე უარი უთხრეს. მიზეზად გლდანის ციხეში რეჟიმის დარღვევა დაუსახელეს, რასაც მსჯავრდებული პირის ამოკერვით აპროტესტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუსთავის მე-17 დაწესებულებასთან დაკავშირებით დღეს სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016