reportiori.ge - სოსო შატბერაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები ევროპულთან იყო მიახლოებული, თუმცა უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:51
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები ევროპულთან იყო მიახლოებული, თუმცა უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!
11 ნოემბერი, 2013. 12:13

„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და მოსახლეობას დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები მიულოცა.  


„საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდ სერიოზული რამ, 2012-2013 წლებში მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება. აქამდე, ეს პროცესი ძალადობით ხდებოდა. ჩატარდა არჩევნები, რომელიც მიახლოებული იყო ევროპულ სტანდარტებთან. იყო გარკვეული შეცდომები. მაგალითად, საარჩევნო კოდექსი არ შეცვლილა, ძველი, გაბერილი სიებით ჩატარდა არჩევნები, ბევრი პრეტენზია გვაქვს, მაგრამ „კუდის", „სოდის" და ზონდერბრიგადების გარეშე ჩატარდა და ვულოცავ ხალხს. მეორე საკითხია, რამდენად მისაღებია ჩვენთვის ახალი პრეზიდენტი და პრემიერი, თუმცა, ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის ფაქტი აღსანიშნავია", - განაცხადა შატბერაშვილმა და მისი პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


როგორც  „მემარცხენე ალიანსის" ლიდერი ამბობს, თანაპარტიელებთან ერთად, აპირებს აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.


„საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ არანაირი მიზანი არ გვქონია, ვიყავით ნეიტრალურები. მიზანი ერთი იყო - არჩევნები მშვიდად ჩატარებულიყო. ჩვენ მხარს არ ვუჭერდით არცერთ კანდიდატს. ახლა გვაქვს მიზანი - მოვხვდეთ თბილისის და სხვა რეგიონულ საკრებულოებში. ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვებით. გვაქვს შორეული გეგმებიც - საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვაცხადებთ, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ნაწილობრივ გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობა" არ არის მთავარი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა", - აღნიშნა შატბერაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016