ირმა სანაძე მეგობრებსა და მხარდამჭერებს, რომელბიც მას გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული საღამოს ორგანიზებაში დაეხმარნენ, დიდ მადლობას უხდის. თუმცა აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის კულტურის სამსახურს, კულტურასთან მწყრალად მყოფი ხელმძღვანელი ქალბატონი ჰყავს, რომელმაც ამ ღონისძიების განხორციელებისთვის სათანადო ყურადღება არ გამოიჩნა.
„ჩემო საყვარელო ადამიანებო, იმდენი ვინერვიულე და ისე დავიღალე, იმისათვის, რომ ეს ჩვენი ლიტ. კონკურსი ნორმალურად ჩატარებულიყო (ისე როგორც გოდერძის სახელს ეკადრება ), რომ, ვეღარ მოვაღწიე აქამდე,მადლობებამდე.
ხოდა, ჩემო ოქროს მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ, აი ძალიან ძალიაან ,თქვენი მხარდაჭერის გარეშე ,მე ვერაფერს გავაკეთებდი... დიდი მადლობა სიყვარულისთვის და ერთგულებისთვიის... ეს რაც შეეხებოდა მეგობრებს...
დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, ამ კონკურსის პატრონაჟისთვის და კერძოდ, უსაყვარლეს ალეკო გრიგალაშვილს, გულშემატკივრობისთვის. აგრეთვე, ძალიან კარგ გოგოს, ქეთი ებანოიძეს და უთბილეს, მარეხ კეზუას...
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ, თბილისის მერიის კულტურის სამსახურს ყავს , კულტურასთან მწყრალად მყოფი ხელმძღვანელიქალბატონი, რომელმაც დაიჯერა, რომ დერექტორია და უფლება აქვს, ფეხზე დაიკიდოს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტ. კონკურსი და პასუხიც არ გაგცეს თხოვნაზე, 1 საათით გათხოვებს თუ არა, აპარატურას ... მოკლედ, ეს გოიმები დაღუპავენ ამ ქვეყანას... არაუშავს, მაინც გავაკეთე ყველაფერი ამ ჩემს ბიჭს როგორც ეკადრებოდა (გოდერძის ) და მომავალ წელს, უკეთესს დავდებ, მოცეკვავე ოფოფების ჯინაზე..."- წერს სანაძე.