reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ვმუშაობთ რათა მოხდეს იმ ყველაფრის ანაზღაურება, რაც წელს ვერ შესრულდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:40
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვმუშაობთ რათა მოხდეს იმ ყველაფრის ანაზღაურება, რაც წელს ვერ შესრულდა!
11 ნოემბერი, 2013. 13:18

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულებლობას მშპ-ს დაგეგმილზე ნაკლები ზრდით და ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელის გადახედვით ხნის. მისი განმარტებით, მომხდარის გამომწვევი მიზეზით ადმინისტრირებაში ხარვეზები არ ყოფილა.


მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდის დაგეგმილ მაჩვენებელზე ვერ გავიდა. ეკონომიკის ზრდა წელს დაახლოებით 2-2,5% იქნება. ასევე ძალიან სერიოზულად გადაიხედა ინფრასტრუქტურული პორტფელი. ბვევრი პროექტი გაუმჯობესდა, ხელახლა გავიდა ტენდერზე და ამ ტენდერების ჩატარებას დრო სჭირდება. ძალიან სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმისთვის, რომ მომავალი წლის განმავლობაში მოხდეს იმ ყველაფრის ანაზღაურება, რაც წელს ვერ შესრულდა. პროექტების უმეტესობაში სერიოზული პრობლემები იყო. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ნაწილი აღარ არსებობდა, შესაბამისად, სხვა გზა არ გვქონდა გარდა იმისა, რომ თუნდაც თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ახალი ტენდერი არ გამოგვეცხადებინა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016