ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას, ირაკლი ალასანიასა და თეა წულუკიანს არ შეცვლიან. ამ საკითხზე არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„რა პრინციპით შეირჩა ეს ორი ადამიანი, თუ ამას სწორად განვსაზღვრავთ, არ გამოვრიცხავ, კიდევ მოხდეს ცვლილებები. ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის მარტივად სამართავი გუნდის შექნას ცდილობს, რაც შს მინისტრის მაგალითზე ნამდვილად შესაძლებელია საკვანძო თანამდებობებში. ირაკლი ალასანიას ფიგურა მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთ-ერთი ლიდერი. შეილება ძალოვანების და ეკონომიკური ბლოკის მიმართ მიღებული იქნას მსგავსი გადაწყვეტილებები. საკრებულოს დაკომპლექტება და საკადრო ცვლილებები მერიაში, ძალიან დიდი ბრძოლებით მოხდება", - აცხადებს მამუკა არეშიძე.