მინდა ვიფიქრო, რომ ეს ქმედებები არა პირადი ინიციატივით, არამედ, იმდროინდელი მთავრობის დავალებებით იყო განპირობებული, - ეს განცხადება მამუკა არეშიძემ მომავალი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შეფასებისას „რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა.
„საზოგადოებას აინტერესებს, რატომ უნდა იყვნენ ის ადამიანები მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" დროსაც მაღალ პოსტებს იკავებდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც სიბინძურეში არ გარეულან, ასეთია თუნდაც შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე. ოთარ ფარცხალაძის მიმართ არის გარკვეული პრეტენზიები. მე არ ვიცი რა ტიპის ქმედებები აქვს ჩადენილი, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ქმედებები არა პირადი ინიციატივით, არამედ, იმდროინდელი მთავრობის დავალებებით იყო განპირობებული", - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.