reportiori.ge - შალვა რამიშვილი: მნიშვნელობა აღარ აქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებას, ის ვერ აღსრულდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:08
მედია
შალვა რამიშვილი: მნიშვნელობა აღარ აქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებას, ის ვერ აღსრულდება...
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 03:30


ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის არსებიულ სასამართლო დავას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მოსამართლე თამარ ურთმელიძის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აღარ აქვს:


„მეგობრებო, თუ შეხვალთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე და ნახავთ წარმოებაში მიღებული ბოლო სარჩელს აღმოაჩენთ, რომ ის 2 ის ადვოკატების მომზადებულ კიდევ ერთი სარჩელია. ამ სარჩელით 2 ელები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, რომ არაკონსტიტუციურად სცნოს შემდეგი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის "მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი.

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს" და "მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო.

ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე."

 

ეს ის ნორმებია, რომლებზეც დაყრდნობით ხალვაში ითხოვს 2ის წილებს. თუ საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამ ნორმების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო მაშინ სასამართლო დავა 2 ზე აზრს კარგავს. ცხადია იმიტომ რომ ის მუხლები რომლებზეც დაყრდნობით მომზადდა ხალვაშის სარჩელი დროებით შეჩერდება.

 

ასე რომ მნიშვნელობა აღარ აქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებას. ის ვერ აღსრულდება. ხოლო ზემდგომ ინსატანციებში საქმე ვეღარ განიხილება ზემოაღნიშნულის გამო. ეს დროებით შეჩერება აღნიშნული მუხლებისა კი შეიძლება დიდი ვადით გაიწელოს.

ასე ეხმარება სააკაშვილს საკონსტიტუციო სასამართლო."

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016