ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის არსებიულ სასამართლო დავას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მოსამართლე თამარ ურთმელიძის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აღარ აქვს:
„მეგობრებო, თუ შეხვალთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე და ნახავთ წარმოებაში მიღებული ბოლო სარჩელს აღმოაჩენთ, რომ ის რ2 ის ადვოკატების მომზადებულ კიდევ ერთი სარჩელია. ამ სარჩელით რ2 ელები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, რომ არაკონსტიტუციურად სცნოს შემდეგი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის "მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი.
ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს" და "მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო.
ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე."
ეს ის ნორმებია, რომლებზეც დაყრდნობით ხალვაში ითხოვს რ2ის წილებს. თუ საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამ ნორმების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო მაშინ სასამართლო დავა რ2 ზე აზრს კარგავს. ცხადია იმიტომ რომ ის მუხლები რომლებზეც დაყრდნობით მომზადდა ხალვაშის სარჩელი დროებით შეჩერდება.
ასე რომ მნიშვნელობა აღარ აქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებას. ის ვერ აღსრულდება. ხოლო ზემდგომ ინსატანციებში საქმე ვეღარ განიხილება ზემოაღნიშნულის გამო. ეს დროებით შეჩერება აღნიშნული მუხლებისა კი შეიძლება დიდი ვადით გაიწელოს.
ასე ეხმარება სააკაშვილს საკონსტიტუციო სასამართლო."