reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე: სარედაქციო პოლიტიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:40
მედია
ზვიად კვაჭანტირაძე: სარედაქციო პოლიტიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 18:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „ყველაფერი წესრიგშია", რადგან არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ ემუქრება.


„არანაირი მოლოდინი არ მქონდა ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომ დღეს საბოლოო განაჩენის გამოტანა შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ გამომდინარე მეორე მხარის ინტერესებიდან, ალბათ შემდეგ ინსტანციებში გადაინაცვლებს ეს საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღსრულება საბოლოო ვერდიქტამდე ვერ განხორციელდება. სარედაქციო პოლიტიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასე რომ, მგონი, ყველაფერი წესრიგშია", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

შეგახსენებთ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016