გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, ჯერ არ არის მოლაპარაკება და არ არის მიღწეული შეთანხმება იმაზე, გაემგზავრება თუ არა მარგველაშვილი და ქართული დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს იმ პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში განვითარდება.
„რაც შეეხება ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებას, არანაირი გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ არის, თუკი ამ ოლიმპიადაზე ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენი სპორტული გუნდი გაემგზავრება ოლიმპიადაზე, ხოლო თუ ჩვენ დარჩენილი თვეების განმავლობაში დავინახავთ, რომ ოლიმპიადაზე შეიძლება მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი რამ, მაშინ ეს გადაწყვეტილება გადაისინჯება. ჯერჯერობით ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს საკითხი გავააქტიუროთ" , - განაცხადა მინისტრმა.