reportiori.ge - 4 ნოემბერს „ამირანში“ თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:24
კულტურა
4 ნოემბერს „ამირანში“ თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) გაიხსნება
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 18:36


4 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტურო „Rooms Hotel Tbilisi"-ში თბილისის ღია კინოფორუმის (TOFF) გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.


4 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში" თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმით „ფრანკოფონია" (საფრანგეთი, გერმანია)  გაიხსნება. ფილმში ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში 1940 წლის ამბების ქრონიკა მხატვრული ხერხებით საინტერესოდაა გადმოცემული. ფესტივალის ბოლო დღეს, 8 ნოემბერს, კინოთეატრ „ამირანში" მაყურებელი ნახავს ანდრეი პროშკინის ფილმს „ორლეანი", რომელსაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას და ბუნებრივ დინამიკურობას ანიჭებს  მასში გამოყენებული ენდი უორჰოლისა და ტარანტინოსთვის დამახასიათებელი ესთეტიკა.  


 თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) არასაკონკურსო რეგიონული ფესტივალია, რომელიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი კავშირურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნას. ფორუმზე შეიკრიბებიან საქართველოს კულტურულ-ისტორიული რეალობისთვის აქტუალურ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე კინემატოგრაფისტები, რომლებიც პირადად წარადგენენ  კინონამუშევრებს. დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართება დისკუსიები, ინტერაქტიული შეხვედრები, დაგეგმილია მასტერკლასები სტუდენტებისთვის.



გთხოვთ იხილოთ ფესტივალის პრომო-რგოლი:


 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016