reportiori.ge - ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. ვიმუშავებთ ბოლო საათამდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:55
მედია
ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. ვიმუშავებთ ბოლო საათამდე!
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 02:35



„დღეს, მოსამართლე ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და დამარხა ქართული სასამართლო", - ამ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი აკეთებს:  


„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ქართული დემოკრატიის დასამარება. აქ არ არის საუბარი „რუსთავი 2"-ის მომავალზე და იმ ხალხის მომავალზე, რომელიც ჩვენი თანამშრომლები არიან. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში ან დღეში შეიძლება „რუსთავი 2"-ზე აღარ გავიდეს ის „კურიერი“, რაც ამ დრომდე გადიოდა. ამ ხალხმა, რომელიც ახლა აქ დგას და კიდევ იმ ასეულობით ადამიანმა, რომელიც „რუსთავი 2"-ში მუშაობს, თავისი მხრებით მოიტანა ეს არხი დღემდე. ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ იმისთვის, რომ თქვენთვის ის ინფორმაცია გადმოეცათ, რომელიც ყველაზე ობიექტური იყო და მაყურებელი ელოდა „რუსთავი 2"-სგან. ეს შეიძლება აღარ იყოს. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო საათამდე! და აუცილებლად დავამატებ, რომ ჩვენ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაობას!" - აცხადებს უდუმაშვილი. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016