reportiori.ge - „არ გვინდა, „რუსთავი 2“ იყოს სააკაშვილის, ივანიშვილის ან რომელიმე პარტიის“, - ჯარჯი აქიმიძე სამპუნქტიან გეგმაზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:28
მედია
„არ გვინდა, „რუსთავი 2“ იყოს სააკაშვილის, ივანიშვილის ან რომელიმე პარტიის“, - ჯარჯი აქიმიძე სამპუნქტიან გეგმაზე საუბრობს
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 11:37


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო ტელეკომპანიის სამი აუცილებელი ამოცანა, რომელიც იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ყველა ინსტანციაში „რუსთავი 2"-ის წილებს დაიბრუნებენ:


„მანამ, სანამ უფლებების აღდგენაზე იქნებოდა საუბარი, ბატონ ქიბართან დავსხედით და შევთანხმდით სამ პუნქტზე, როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ ტელევიზიამ მომავალში. ეს სამი პუნქტი განუხრელად ყველამ უნდა დავიცვათ.

 

პირველი: ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს, ისე ოპოზიციურს და საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით. დღეს „რუსთავი 2" არ არის პოლიტიკური ძალისგან გათავისფლებული ტელეკომპანია. დღეს „რუსთავი 2" არის „ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მყოფი ტელევიზია, ეს არის ფაქტი და ვერ გავექცევით. ჩვენ გვინდა, „რუსთავი 2" არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის, არც მომავალი ხელისუფლების და ა.შ. „რუსთავი 2" უნდა იყოს ის მაგალითი, ის მოდელი, რომელმაც უნდა გამოგვიყვანოს მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ამდენი ხანია ტრიალებს. რევოლუცია ტელევიზიებმა ერთხელ უკვე მოახდინეს, ვნახეთ შედეგი და აღარ გვინდა.

 

მეორე: ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების განვითარებისას, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენი მომავალი ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული, უნდა იყოს ანალიტიკური და საგამოძიებო.

 

მესამე: ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიებიდან შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთებით. აქ არ იგულისხმება წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ტელეკომპანია ისარგებლებს მხოლოდ კერძო შემოსავლებით. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, თუ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები, არცერთი პარტიისგან არცერთი თეთრი არ უნდა ავიღოთ. თუ ამას შევძლებთ, ჩვენც და ჩვენი ჟურნალისტებიც იქნებიან დამოუკიდებლები", - განაცხადა აქიმიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016