„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს, თუ სწორად იქნება გამოყენებული. ის საშუალებას იძლევა, შემცირდეს უმუშევრობა, სიღარიბის დონე და ამ მიმართულებით მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიყოთ", - აღნიშნული განცხადება ფილიპ დიმიტროვმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე განაცხადა. მან ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
დიმიტროვის თქმით, მიმდინარე წელს, კოაბიტაციასთან დაკავშირებული ცალკეული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლების მშვიდობიანი და სამაგალითო გადაცემა მოხდა, რითაც საქართველომ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ბიზნესფორუმში ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შედგება ორმხრივი შეხვედრები, ასევე დაგეგმილია სექტორული სემინარები. ღონისძიება ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის ეასტ ინვესტ-ის ფარგლებში იმართება.