reportiori.ge - ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:37
მედია
ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
07 ნოემბერი, 2015. 21:26



„არც დვალთან და არც საყევარიშვილთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო", - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის შეთავაზების საპასუხოდ აცხადებენ და მათი მისამართით განცხადებას ავრცელებენ. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელი ფორმით გთავაზობთ:

 

„გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. "დროებითი მმართველები" მიანიჭებდნენ "სრულ უფლებამოსილებას" ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.

 

ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია "იმედში" სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.

 

სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, "რუსთავი 2"-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით", - ნათქვამია განცხადებაში.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016