დღეს, საგურამოში აღინიშნა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლის იუბილე.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გაიმართა ლიტერატურულ პრემია „საგურამოს" დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ სპეციალური პრიზები და ილია ჭავჭაძის მედალი გადაეცათ.
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად დაესწრო ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.
იუბილის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა კომპანია „კახური ტრადიციული მეურნეობის" მიერ რესტავრირებული გურამიშვილების საგვარეულო მარანი. დღეიდან ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. რესტავრირებული თადეოზ გურამიშვილის მარნის გახსნას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები.
პროექტისთვის კომპანია „კახურმა ტრადიციულიმა მეღვინეობამ" 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება.