reportiori.ge - ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე თავდაცვის სამინისტროს დავალებით ხმალაძეს და კბილაშვილს უსმენდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:56
სამართალი
ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე თავდაცვის სამინისტროს დავალებით ხმალაძეს და კბილაშვილს უსმენდა
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 18:55

ადვოკატ, ზურაბ ჯორბენაძისგანცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, ვახტანგ ხმალაძეს და მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს უსმენდა. როგორც ჯორბენაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვალთვალი თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნის, მალხაზ გაჩეჩილაძის დავალებით ხდებოდა, რომელიც ამჟამადაც აღნიშნულ თანამდებობაზეა.

მალხაზ გაჩეჩილაძის დავალებით მე ვახორციელებდი მოსმენას და აუდიო-ვიდეო გადაღებას ქართული ოცნების" დიდუბის ორგანიზაციაში, ვახტანგ ხმალაძის ოფისში, სადაც იურიდიულ სამსახურში ვიყავი, ასევე ვახორციელებდი ამჟამინდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოსმენას და თვალთვალს. თვალთვალი ხდებოდა 2012 წლის თებერვლიდან, ოქტომბრამდე და ევალებოდა ყველა ინფორმაცია მიეწოდებინა თავდაცვის სამინისტროსთვის. მე კი ამის შესახებ ინფორმაცია არჩილ კბილაშვილსაც მივაწოდე", - აცხადებს ჯორბენაძე. ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე მისი გაჟღერებული ინფორმაციის გამო მის დაკავებას არ გამორიცხავს.

მალხაზ გაჩეჩილაძე  ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის მამუკა გაჩეჩილაძის ძმაა, რომელმაც განმიცხადა, რომ ტყუილად ვახმაურებ ამ ფაქტებს, რადგან მამუკა გაჩეჩილაძის მეგობრები არიან თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის მინისტრი ირაკლი ალასანია და მას არავინ პასუხს არ მოსთხოვს. საუბარია, თითქოს მე მისი სახელით რაღაც თანხა ავიღე. მე, როგორც ადვოკატმა, სამოქალაქო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება გამოვიყენე. გენერალური მინდობილების შემთხვევაში მე მქონდა უფლება განმეხორციელებინა ყველა მოქმედება. გამოვიყენე უფლება და დავიბრუნე ჩემს მიერ გადაცემული თანხა უკან. მალხაზ გაჩეჩილაძე მიჩივის მას შემდეგ, რაც სტატიები დაიბეჭდა", - აცხადებს ჯორბენაძე და დასძენს, რომ მან თანხა აიღო 5 ათასი დოლარის ოდენობით, რომელიც მას ერგებოდა, რადგან თავის დროზე გაჩეჩილაძემ მისგან ისესხა და შემდეგ მიითვისა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016