reportiori.ge - რევაზ საყევარიშვილი: ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიას არ შეექმნება საგადასახადო პრობლემები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:39
მედია
რევაზ საყევარიშვილი: ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიას არ შეექმნება საგადასახადო პრობლემები
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 14:30



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველმა რევაზ საყევარიშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს არავითარი ფინანსური ან საგადასახადო პრობლემა არ უნდა შეექმნას. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე დავით დვალმა, რევაზ საყევარიშვილმა და ჯარჯი აქიმიძემ განმარტეს, უფლებამოსილება, რომელიც სასამართლომ მათ მიანიჭა, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე  ზაალ უდუმაშვილს გადასცეს, სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს:

 

„ჩვენ არ ვიცით, სასამართლო პროცესები როდის და რამდენი ხნით იგეგმება, მაგრამ, ჩვენ ვიცით ერთი კონკრეტული თარიღი - 15 ნოემბერი, როცა უნდა მოხდეს საგადასახადოში შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარდგენა. თუ ეს არ მოხდა, ტელეკომპანიას შესაძლოა დაეკისროს სანქციები. სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ტელეკომპანია იყოს პირნათელი, გამოინახა ეს გზა და ამ უფლებამოსილების დელეგირება მოვახდინეთ იმ ადამიანზე, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს ტელეკომპანიის სამეურვეო საკითხები. 15 ნოემბერი არის კვირა, დარჩენილია სამი სამუშაო დღე, იმისთვის, რომ სრულფასოვნად მოხდეს საგადასახდოში ამ დოკუმენტაციის წარდგენა. გვაქვს მინდობილობა, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული და ზაალ უდუმაშვილს გადავცემთ მას. ზაალ უდუმაშვილი, თუ ამაზე დათანხმდება, ისარგებლებს იმ უფლებამოსილებით, რაც სასამართლომ ჩვენ მოგვანიჭა", -განაცხადა საყევარიშვილმა.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016