reportiori.ge - გაბაშვილების, ბეჟუაშვილებისა და კუბლაშვილების „პატრონი“ ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმში რომ დაგადანაშაულებს, სასაცილოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გაბაშვილების, ბეჟუაშვილებისა და კუბლაშვილების „პატრონი“ ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმში რომ დაგადანაშაულებს, სასაცილოა!
12 ნოემბერი, 2013. 17:54

ის, რასაც ჩვენ „ნეპოტიზმს" ვეძახით, დიდი ხანია ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას კარგა შორს გასცდა და მისგან მოსალოდნელი საფრთხეც ბევრად მეტია, ვიდრე ჩანს და გვგონია.

ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის დროს დასმულ კითხვას - რა იქცა საქართველოში კორუფციის „დამარცხების" მიზეზად - ყოფილმა ჩინოვნიკებმა „კუდისა" და „სოდის" მიმართულებით გაიშვირეს ხელი და ამდენად, მთავარ მიზეზად, ძალოვანი სტრუქტურების კარგი მუშაობა დაასახელეს.

დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი სასამართლო პროცესების ფონზე, ამ ყოფილი მთავრობის წევრებს რომ უთხრა - ისე დაგიშვენდათ ცხვირი, როგორც საქართველოში კორუფცია დამარცხდაო - სხვა რომ არაფერი, მათი ცხვირები მაინც უნდა შეგეცოდოს პატიოსან კაცს.

კორუფცია დამარცხდა კი არა და, ბოლო ათი წლის მანძილზე, ყველაზე უმნიშვნელო ტენდერიც კი არ გამართულა ჩვენი ხელისუფლებისგან წილის მოთხოვნის გარეშე. ბიუჯეტიდან გამქრალ მილიარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ხელისუფლების დაბალ წრეებში ქრთამებს აღარ იღებდნენ. ეს კია სიმართლე, მაგრამ ამ სიმართლის საფუძველი, კუდის და სოდის მიმართ შიში იყო (საქართველოს ციხეში სატანაც არ მოისურვებდა მოხვედრას) და არა კარგი ხელფასი და ამაღლებული ცხოვრების დონე. სამსახურებრივი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ხომ სათქმელადაც არ ღირს.

კაცმა რომ თქვას, ძმის, ბიძაშვილის თუ ახალი ნათესავის სადმე, თუნდაც ხელისუფლების მაღალ ეშელონში დასაქმება დანაშაული არ არის, მაგრამ როცა ეს ერთეულ შემთხვევას სცდება და მხოლოდ გაბაშვილის გვარია საკმარისი იმისათვის, რომ გავლენიანი მინისტრი მამის შვილი პარლამენტში მოხვდეს და როცა ასეთმა ფაქტებმა ზვავად წამოსვლის საშიშროების სახე მიიღო, პროცესი უნდა შეჩერდეს!

მდგომარეობა, ცოტა არ იყოს, კომიკურ სახესაც იღებს. გაბაშვილების, ბეჟუაშვილების, კუბლაშვილების და სხვათა და სხვათა „პატრონი" ირმა ნადირაშვილი, დღევანდელ ხელისუფლებას დებს ბრალს ნეპოტიზმში. კომიზმია, აბა რა! უფრო სწორად, კომიზმი ნადირაშვილის საქციელშია, თორემ ამ თემაზე, საზოგადოებას ყველა წევრს აქვს უფლება, დღევანდელ ხელისუფლებასაც მოსთხოვოს პასუხი. მით უმეტეს, აქვს უფლება მაშინ, როცა ნეპოტიზმი დღესაც (განსაკუთრებით რაიონებში) ფრთაგაშლილი დანავარდობს.

არადა, უმიზეზოდ არაფერი ხდება. მიზეზი კი ძალზე სერიოზულია და იქნებ თვით ნეპოტიზმზე უფრო საგანგაშოც!

ჩვენნაირ სახელმწიფოში, იქ, სადაც ჯერჯერობით, გარანტირებული ხელფასი მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურამ შეიძლება მოგცეს, იქ, სადაც ერთი კაცი წყვეტდა (თუ წყვეტს), ბიზნესში ვის რამდენის შოვნის უფლება აქვს, იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა პურსა და სიგარეტს ნისიად ყიდულობს მაღაზიაში,  ნეპოტიზმი, ძმაბიჭობა და ნათლიმამობა ღვიძლი ძმები არიან.

თითქმის ორი ათეული წელია, ორ სიტყვას - „სამსახური მაშოვნინე", ყველაზე ხშირად ვამბობთ ქართველები. გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთი მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკის მდგომარეობაც არ არის შესაშური. დაინიშნება თუ არა ვინმე მეტ-ნაკლებად გავლენიან პოსტზე, მაშინვე დგება ახლობლებისა და ნათესავ-მეგობრების რიგი მისი კაბინეტისა თუ სახლის კართან და გალურჯებამდე რეკავს მისი ყველა ტელეფონი. არის ერთი ხვეწნა-მუდარა, ნათელ-მირონისა და კაცური ვალის შეხსენება და იმის მტკიცებაც კი, რომ ინჟინერია, მაგრამ ექიმად და იურისტადაც გამოდგება.

ასე და ამგვარად ჩაანაცვლეს დღეს უკვე სახლში მჯდომი უპატრონო პროფესიონალები, პატრონიანმა „იურისტებმა" და „ინჟინრებმა", „პოლიტიკოსებმა" და „ჟურნალისტებმა".

ერთი სიტყვით: ნეპოტიზმი ჩვენი არეულ-დარეული ცხოვრების წესის, სიდუხჭირისა და მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგია და არა პირიქით.

ასეთ დროს, როცა საზოგადოებას არჩევანის საშუალება აღარ აქვს, შეიძლება ისე მოხდეს რომ, რაც კი ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალიზმისაგან დარჩა, ისიც უახლოეს პერიოდში განადგურდეს. სანამ სახელმწიფო სამსახური და „ერთმანეთის გატანა" დასაქმებების ერთადერთი „ცეხია", ეს საშიშროება - ნეპოტიზმი - სულ იარსებებს.

იარსებებს მანამ, სანამ საზოგადოების ცხოვრების წესი „ზემოთ" მჯდომ კაცებს იმ „მწყალობელის" სტატუსს არ მოუხსნის.

„სტალინშინა კი არ არის სტალინის ბრალი - თვითონ სტალინია ჩვენი შექმნილიო".

ეს დიდი მწერლისა და პუბლიცისტის ზოშჩენკოს ნათქვამია.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016