reportiori.ge - პასუხად „ნაცმოელ“ გოგა ხაჩიძეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პასუხად „ნაცმოელ“ გოგა ხაჩიძეს!
12 ნოემბერი, 2013. 16:06


ამ ორიოდე კვირის წინ, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე „სახის" ყოფილმა სოლისტმა, ნაცმოელმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი „გამოაცხო" და თავმომწონედაც გადააზიარეს მისი ბელადის მონამორჩილმა „გებელსებმა..."

დღემდე უკომენტაროდ ვტოვებდით მის „სიტყვაის საკვირველს", მაგრამ არადა არ გაჩერდა... რაც არ ეზარება, წერს და წერს... მოკლედ, წერას ჰყავს ატანილი. ჩემო ძვიფრასებო, თავს აღარ შეგაწყენთ და მოკლედ შეგახსენებთ ხაჩიძისეულ ჩამონათვალს მცირეოდენი (!) კომენტარებით, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, სათქმელი გაცილებით ბევრია!

 

„მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ - ეტა რას!" - ასე იწყებს ჩამონათვალს ყოფილი მინისტრი ხაჩიძე.

არადა, „მთავარი ოპოზიციური პარტია" - ციხის სკანდალური, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი კადრების, 7 ნოემბრის, 26 მაისის სისხლიანი დარბევის, უკანონოდ დაპატიმრებული ასობით ადამიანის, ქონებაწართეული ბიზნესმენების ავტორი პარტიაა! ეტა რას!

„ბურჯანაძე მიიჯირყვნა - ეტა დვა!" - წერდა „სახის" ყოფილი სოლისტი.

ძვირფასო მკითხველო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბურჯანაძის „მიჯირყვნამდე" სავსებით სამართლიანად „მიიჯირყვნა" „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი იმდენად „მიჯირყვნილია", ამბობენ, ფსიქიკური პრობლემებიც აქვსო... ეტა დვა!

„არსებული პარლამენტი ძირითადად გამოხატავს ხალხის განწყობას - ეტა ტრი!" - წერდა გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.

როცა ხალხის განწყობაზე და მოპოვებულ 20 %-ზე საუბრობთ, ნუ დაგავიწყდებათ იმის გახსენება, რომ თქვენს მიერ „აყვავებულ, დემოკრატიულ" სახელმწიფოში 80 %-მა უარგყოთ და დაგიკიდათ! ეტა ტრი!

„არსებული დაჭერების, დაკითხვების, დევნის მიუხედავად, ყოველი მეხუთე, ან მეხუთე მხარს გვიჭერს - ეტა ჩიტირი!" - იწონებდა თავს გოგა ხაჩიძე.

არა მგონია, იმ ხელისუფლებისათვის დიდად საამაყო იყოს ყოველი მეხუთე ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელმაც საქართველო „ააყვავა" და „მსოფლიო აალაპარაკა" ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებითა და მიღწევებით... ის, რომ ყოველი მეხუთე გიჭერთ მხარს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის გონიერებას! ეტა ჩიტირი!

„დღედღეზე ბიძინა ივანიშვილი წავა - ეტა პიატ!" - აღნიშნა სტატუსის დასასრულს გოგა ხაჩიძემ.

ბიძინა ივანიშვილი კი წავა დღედღეზე, მაგრამ ღირსეულად და საკუთარი ნებით! თქვენ გიჯობთ თქვენს ღირსებააყრილ,  ჰალსუხისმჭამელ და ომის შიშისგან მუხლებზე მფორთხავ პრეზიდენტზე იფიქროთ, თავლაფდასხმული რომ ტოვებს პოსტს. ეტა პიატ!

აღარ გავაგრძელებთ ამ ათვლას, თორემ გარწმუნებთ... თქვენთვის ბევრი არასასიამოვნო „ეტა შესტ", „სემ", „ვოსემ" და „სოროკაძინსაც" იოლად ჩამოვთვლით! მანამდე კი, კარგად გაითავისეთ - ეტა რას, ეტა რას, ეტა რას, ი იშო რას!!!

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016