reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: კოტე ვარძელაშვილის და მაია კოპალეიშვილის ადგილას, ზედმეტი ეჭვების გაჩენისგან თავის დასაცავად, საქმეს ავიცილებდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:43
ინტერვიუ
გელა ნიკოლაიშვილი: კოტე ვარძელაშვილის და მაია კოპალეიშვილის ადგილას, ზედმეტი ეჭვების გაჩენისგან თავის დასაცავად, საქმეს ავიცილებდი
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 18:12


 „რუსთავი 2"-ის საქმეზე და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე „რეპორტიორს" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

 

- ბატონო გელა, როგორ აფასებთ თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომელიც „რუსთავი 2"-სთვის დროებითი მმართველების დანიშვნას ეხება?


- კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები. თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ მისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს და ეს კანონის ჩარჩოებს არ სცილდება.


- შეეძლო თუ არა მოსამართლეს, დავით დვალი დაენიშნა დროებით მმართველად? არის თუ არა დვალი ამ შემთხვევაში ის კანდიდატი, რომელიც არ არის დაინტერესებული „რუსთავი 2"-ის საქმით?


- აქ შეიძლება, ეჭვის საფუძველი იყოს. დავით დვალი დაინტერესებული პირია, თუმცა, მოსამართლემ დანიშნა ის პიროვნებები დროებით მმართველებად, რომელთა კანდიდატურებიც წარუდგინა მოსარჩელე მხარემ. თავად მოსამართლეს არ აქვს საშუალაბა, რომ საიდანღაც მოიტანოს ვიღაცის კანდიდატურა. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ არა მოსამართლის მხრიდან. ურთმელიძეს უნდა დაენიშნა ის პირები, ვისი კანდიდატურაც შესთავაზეს.


- უნდა მისულიყო თუ არა თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე?


- ვფიქრობ, არ უნდა მისულიყო, მართალია, ნინო გვენეტაძე განმარტავს, რომ მან მიიწვია ურთმელიძე და არა დაიბარა. მაგრამ, როგორც წესი, მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რას დებ შენ შენს ნათქვამში, არამედ იმას, თუ როგორ აღიქმება ეს ნათქვამი. მითუმეტეს, „რუსთავი 2"-მა ეთერში ატრიალა, რომ ურთმელიძე დაბარებულია და მას მოუწევს ანგარიშის ჩაბარება. სწორედ ამის გამო მოიქცა ურთმელიძე სწორად, რომ არ მივიდა სხდომაზე.


- როგორ აფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან არ დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა 2 მოსამართლის აცილების თაობაზე?


- მე რომ ვყოფილიყავი კოტე ვარძელაშვილის ან მაია კოპალეიშვილის ადგილას, ზედმეტი ეჭვების გაჩენისგან თავის დასაცავად, ავიცილებდი ამ საქმეს. მაგრამ მათ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ყველანი ვალდებული ვართ, მათ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ.


- როგორ აფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეჩერდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე?


- ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა და ნაკლებად დაძაბავდა სიტუაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაეცადა სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. შეგვიძლია, გავაკრიტიკოთ, არ მივიღოთ, მაგრამ ამის გულისთვის ისტერიული ფონის შექმნა და რევოლუციის გამოცხადება არასწორია. დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. იქ სამი მოსამართლე განიხილავს საქმეს და გამოირკვევა ყველაფერი.


- მოსამართლის აცილებაზე საუბრობდით და აქვე გკითხავთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ურთმელიძესაც შეეძლო საქმის აცილება და ეს ვითარებას შედარებით განმუხტავდა?


- შეიძლება, ურთმელიძისთვის კარგი ყოფილიყო და თვითონ პიროვნულად გამოსულიყო ამ დავიდარაბიდან, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, საქმის აცილების საფუძველი მას არ ჰქონია. ურთმელიძე, საქმის აცილების შემთხვევაში, ან უნდა დათანხმებოდა, რომ მოსყიდული იყო, ან უნდა ეთქვა, რომ დედამისის გამო შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქმის აცილებისთვის არგუმენტები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016