ადვოკატი ლია მუხაშავრია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.
„მარტივად რომ ვთქვათ, რუსთავი 2 ცდილობს ურთმელიძის გადაწყვეტილებებს აღსრულება არ ეღირსოს. რამდენად სახიფათოა ეს პროცესი?!"- აღნიშნავს მუხაშავრია გადაცემაში „2030."
„არ მახსენდება ფაქტი, რომ ჩვენს მიერ შეტანილ სარჩელებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე ნორმა წინასწარ შეეჩერებინა, ახლა კი, მთელი კასკადია. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსთავი 2 ცდილობს ურთმელიძის გადაწყვეტილებებს აღსრულება არ ეღირსოს. რამდენად სახიფათოა ეს პროცესი?! კარგი ადვოკატის პირობებში, პრობლემას ვერ ვხედავ. ადვოკატები იმისთვის ვართ, რომ მოთხოვნები დავასაბუთოთ. სასამართლოშიც, შიგადაშიგ, სხედან გონიერი მოსამართლეები, რომლებსაც მოთხოვნების გაზიარება შეუძლიათ. ამიტომ პანიკა, რომელსაც რუსთავი 2 თესავს, რომ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება, ასე ნამდვილად არ არის. საფრთხე ისაა, რომ ამ ომში, რომელიც საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის მიმდინარეობს, მართლმსაჯულების სისტემა თვალწინ გვენგრევა." - განაცხადა მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძმები ყარამანაშვილების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნორმა, რომლითაც „რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ შეაჩერა.