გთავაზობთ ამონარიდს 2010 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაზეთ „კომერსანტს" მისცა.
-მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს დასავლელ პარტნიორებზე გულგატეხილი ხართ...
- არა, რატომ?! ჭკვიან დასავლეთს ჩვენ ვუყვარვართ. უბრალოდ, ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და არავის ვუსმენთ. ნამყოფი ხართ კარალეთში, ჩვენი სპეცრაზმის ბაზაზე? იქ ჩვენი სპეცრაზმი პირისპირ დგას თქვენს სამხედროებთან. ჩვენი სპეცრაზმელებისთვის ჯავშანმანქანები „კობრა" შევიძინეთ, იმის მიუხედავად, რომ ევროპელები გვეწინააღმდეგებოდნენ, „რაში გჭირდებათ რუსების პროვოცირებაო?". ჩვენ არ მოვუსმინეთ ევროპელებს, შედეგად კი არცერთი დაღუპული არ გვყავს ამ ზონაში.
- ანუ, ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ?
- მე ვიტყოდი, თითქმის არასდროს.
„რეპორტიორის" რეპლიკა:
და ვინ არის ამ სიტყვების ავტორი? რეფორმის და დემოკრატიის „მამა", დღემდე დასავლური ღირებულებების მთავარ საყრდენად და მიმდევრად რომ ასაღებს თავს. დიახ, ბატონებო - ეს ვანო მერაბიშვილის სიტყვებია, სადაც ღიად, თავდაჯერებულად და აბსოლუტურად დაუფარავად ამბობს იმას, რაც ისედაც ვიცით. ისინი მართლაც არასდროს უსმენდნენ ევროპას, დასავლეთს, არაფერი ჰქონდათ საერთო ფუნდამენტალურ ღირებულებებთან, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლების დაცვა, კერძო საკუთრების დაცვა... ეს გულახდილი ინტერვიუ სწორედ იმის დადასტურებაა, რაც ქართველმა ხალხმა და როგორც ბატონი მერაბიშვილი ამბობს, „ჭკვიანმა" ევროპამ ისედაც კარგად იცის. უბრალოდ, ბატონ ყოფილ მინისტრს მისი და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის" მთელი ფოლოსოფია კარგად აქვს ჩამოყალიბებული. რასაკვირველია, სკეპტიკოსებისთვის! ეს მათთვისაა, ვისაც მეტი ავთენტურობისთვის დადასტურებული ფაქტებით განმტკიცებული მასალები სჭირდება, თორემ აგერ რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში კი მოისმინეს ევროპელებმაც, მათზე რასაც ფიქრობდნენ ნაციონალები. იმედია, დოსტოევსკის „იდიოტზე" საუბრობდაო, - ჯერ „ჭკვიან" ნაწილს არ „გაუპრავებია".
არადა, რა ქნას ქართველმა ხალხმა, მართლა რომ ეძვირფასება ევროპული ღირებულებები, თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული მმართველობა. რომ უნდა და მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ და, ბოლოს და ბოლოს, უნდა, რომ „მისი თავი მისადვე ეყუდვნოდეს"???
იხილეთ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე: