reportiori.ge - მსახიობ ედმონდ მინაშვილის ინიციატივით, ვანში კარლო საკანდელიძის სახელობის თეატრი გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:21
კულტურა
მსახიობ ედმონდ მინაშვილის ინიციატივით, ვანში კარლო საკანდელიძის სახელობის თეატრი გაიხსნება
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 13:25


17 ნოემბერს, „გალაკტიონობაზე", ვანის რაიონში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის კარლო საკანდელიძის სახელობის თეატრი გაიხსნება. თეატრს, რომელიც ვანში მდებარეობს, რუსთაველის თეატრის მსახიობის ედმონდ მინაშვილის ინიციატივით რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭა. 17 ნოემბერს, „გალაკტიონობაზე", თეატრი სპექტაკლით  „მოხუცი ჯამბაზები" გაიხსნება:



„ამ სპექტაკლში კარლო საკანდელიძეც თამაშობდა, ბოლო წლებში მან ვეღარ შეძლო სპექტაკლში მონაწილეობის მიღება. „მოხუც ჯამბაზებში" თამაშობენ კარლოს მეგობრები და მისი თაობის არტისტები.

 

მახსოვს, ახალი მისული ვიყავი თეატრში. ფოიეში ვისხედით მსახიობები. კარლო საკანდელიძემ როცა გაიგო, ვანელი ვიყავი, გახედა გურამ საღარაძეს, კახი კავსაძეს და თქვა - ისე არ მივდივარ თეატრიდან, ერთ ვანელს მაინც ვტოვებო..." - ამბობს ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში.


ამას გარდა, უახლოეს პერიოდში იგეგმება კარლო საკანდელიძის სახლ-მუზეუმის გახსნაც: 

 

„ვანში, ასევე ძალიან მალე, ახალ წლამდე გაიხსნება კარლო საკანდელიძის სახლ-მუზეუმი, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი ვანის რაიონის მუნიციპალიტეტს და გამგებელ ზაზა ხუციძეს", - აცხადებს რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016