მძიმა მდგომარეობაა ხაშურში - მდინარეების ადიდების შედეგად დაიტბორა სოფლები და საცხოვრებელი სახლები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ იმდენად დიდია სტიქიის მასშტაბები, რომ ტექნიკა ფაქტობრივად უძლურია. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე არსებული ყველა ტექნიკა, ასევე კერძო ფირმების საკუთრებაში არსებული ტექნიკაც მობილიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
გიორგი გურასპაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის მონაკვეთზე იმყოფებიან.
მოსახლეობია აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე, ღამის საათებში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ხაშურში ამ დრომე წვიმს.
ხაშურში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარები სურამულა და შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა. მდგომარეობა მძიმეა ქვემო ოსიაურში, სადაც ათობით სახოვრებელი სახლის პირველი სართული წყალში დგას. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.