reportiori.ge - გაზეთი „სამშობლო“ ვაჟა-ფშაველას კრიტიკოსთა საპასუხოდ 1916 წელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:46
მთავარი თემა
გაზეთი „სამშობლო“ ვაჟა-ფშაველას კრიტიკოსთა საპასუხოდ 1916 წელს
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 03:09


ცნობილ  ქართველ მოგსანს ვაჟა- ფშაველას, როგორც ცნობილია კრიტიკოსები სიცოცხლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ჰყავდა, რომელთა ძირითადი არგუმენტი ფშაველი პოეტის ენის თავისებურება იყო.


ცნობილია, აგრეთვე, რომ ვაჟას პოეტური სტილის კრიტიკოსთა შორის იყო აკაკი წერეთელიც,რომელმაც საკმაოდ გახმაურებული და სკანდალური ლექსი მიუძღვნა ვაჟა-ფშაველას პოეზიას. (ენას გიწუნებ ფშაველო!)


1916 წელს გაზეთი „სამშობლო" ვაჟას კრიტიკოსთა საპასუხოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:


„ვაჟა- ფშაველა იშვიათი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. ვაჟა აუცილებლივ შორეულს ეკუთვნის, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი ვარსკვლავი ჯერ არც კი  აციმციმებულა. ის დროს მოელის, დროს, ჩვენს სულიერს გარდაქმნას, ჩვენს ახალს შობას, გაჯანსაღებას. ვაჟას პოეზიის ჯერჯერობით ეგზოტიკური ელვარება მოწმობს მხოლოდ ჩვენს დაავადება- გადაგვარებას, ჰმოწმობს იმ უფსკრულის აღმართვას, რაიც ჩვენსა და ხალხის შუა გაევლო, ვაჟას გასაგებად საჭიროა ჩვენს ხალხში მივიდეთ, ვისუნთქოთ საღი ბუნების ჯანსაღი ჰაერი, გავიზიაროთ ხალხის ტანჯვა, იმის სიხარული, გავეცნოთ მის ბედს, უბედობას და მაშინ, მხოლოდ მაშინ მივხვდებით ვაჟას უცნაურს უცხოობას, რომ იგი მახლობელი, არც ისე რიგად შორეულია, ჩვენია, ჩვენთან მყოფი, მაგრამ ჩვენგანვე დაშორებული.

ვაჟას მიუწვდომლობა, დაუფასებლობა,  ჩვენი მცონარების ბრალი გახლავთ!- წერს გაზეთი „სამშობლო". (სტილი დაცულია)


http://www.nsp.ge/


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016