reportiori.ge - იგავი ჩამქრალ სანთელზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:20
სხვადასხვა
იგავი ჩამქრალ სანთელზე
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 11:00


ისტორია იმის შესახებ, რომ საჭიროა ადამიანის გაშვება, მისდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად...


ერთ კაცს პატარა გოგონა ჰყავდა, რომელიც მისი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. ოჯახი შვილს დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა და როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, მამამისმა ყველა და ყველაფერი დაივიწყა. ის მხოლოდ მისთვის ცხოვრობდა. როდესაც სამუშაოზე მიდიოდა, ერთი სული ჰქონდა, შინ დაბრუნებულიყო და საყვარელი შვილი გულში ჩაეკრა. ერთხელ გოგონა ავად გახდა. მამამ საუკეთესო ექიმები მიუყვანა, დღედაღამ ლოცულობდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, იბრძოდა შვილის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ქალიშვილის სიკვდილს მამა ვერაფრით შეეგუა. მან ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი, სახლში ჩაიკეტა და სამუშაოც მიატოვა...


ერთხელ, ღამე დაესიზმრა, რომ ის ზეცაში მოხვდა და პატარა ანგელოზების უჩვეულო მსვლელობის მოწმე გახდა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით მწკრივში იდგნენ და თეთრებში გამოწყობილ, ყველა პატარას, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა. ცოტა ხნის შემდეგ, მან შეამჩნია, რომ ერთი ანგელოზის სანთელი არ ენთო. ახლოს რომ მივიდა და სახეზე დააკვირდა, თავისი შვილი ამოიცნო. მამა მუხლებზე დაეცა, შვილს მოეხვია და ჰკითხა:


- რატომ არის, რომ მხოლოდ შენი სანთელი არ ანთია?


- მამა, - უპასუხა მან, - მე ხშირად ვცდილობ მის ანთებას, მაგრამ შენი ცრემლები ყოველთვის აქრობს მას.


დილით მამამ გაიღვიძა. იმ დღიდან აღადგინა ურთიერთობა მეგობრებთან, დაბრუნდა სამუშაოზე, თანდათანობით ღიმილიც ისწავლა. მან გადაწყვიტა, რომ მისი გოგონას სანთელი აღარ უნდა ჩამქრალიყო, უსარგებლო ცრემლების გამო...




წყარო: 4motivi.com

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016