reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:10
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
13 ნოემბერი, 2013. 10:50

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს, რომლებმაც მეცამეტე საუკუნეში თავი მართმადიდებლობისთვის დადეს. წმ. 100 000 ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.


ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. ხვარაზმელებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი - მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ.


1226 წ. 9 მარტს მტერი დედაქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობამ ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. ბოცომ ჯალალ ად-დინს დანებების პირობების შესახებ, მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა.საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალ ად-დინს ჩაუვარდა ხელში. მისი ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა. გამხეცებული ხვარაზმელები ჩვილ ბავშვებს, მათ დედებს, მოხუცებულებს და აბუკებს სასტიკად ხოცავდნენ. მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო.


ხვარაზმელის ბრძანებით ცოცხალი მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, ვინც ქრისტიანობას უარყოფდა და მაჰმადის რჯულს შეუდგებოდა. ზოგიერთმა, საშინელი კაცთაკვლით შეძრწუნებულმა მართლაც დათმო ქრისტიანობა, უმრავლესობამ კი სიცოცხლეს წამებულის გვირგვინი არჩია.


ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისი "ბილწი საჯდომი დაიდგა", ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებული "ხიდის" შესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისთვის და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული, ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ.მცირე სულმოკლენი შეურაცხყოფდნენ წმიდა ხატებს და უარყოფდნენ ქრისტიანობას.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებულები უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ მართლმადიდებულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016