reportiori.ge - დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:41
კულტურა
დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 01:44


ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი - გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა.


ბიოგრაფიული დეტალები და შემოქმედება „პოეტთა მეფისა" საზოგადოებისთვის ცნობილია. ამიტომ აღნიშნული დეტალებით არ დაგღლით. უბრალოდ...

 


ეს მესხეთ-ჯავახეთში მოხდა, მესხეთის ეკლესიის წინ დგას ეს ბუმბერაზი ადამიანი. გალაკტიონმა რადგან თავი მოიკლა, ალბათ ფიქრობენ, რომ ეს ცოდვის გამო ჩაიდინა ან ურწმუნო იყო. სინამდვილეში ასე არ არის, გალაკტიონი ძალიანაც მორწმუნე იყო, მით უმეტეს, სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელი მისი შემოქმედება ისე ახლოა ღმერთთან, სარწმუნოებასთან, რომ შესაძლოა, ბევრი პოეტი არც მოიძებნებოდეს, ვისაც ლექსები მორწმუნოებაზე აქვს აგებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გალაკტიონი გახლდათ უცნაური, არაორდინალური ადამიანი, ის იყო გენიოსი, რომელიც თავის სხეულში ვერ ეტეოდა.  ის პოეტი იყო თავიდან ბოლომდე. გარკვეულწილად, პოეტობა დაავადებაა.

 

 

ნიკო სამადაშვილს აქვს ასეთი სიტყვები: "ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი". როდესაც ადამიანი პოეტად იბადება, მას სულ არ სჭირდება მიზეზი ან საბაბი, იყოს ტკივილიანი. გალაკტიონიც უკვე ტკივილიანი დაიბადა. ის იმდენად დიდი იყო, რომ არც უნდა მოვთხოვოთ ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი საქციელი. მან თავისი ლექსებით და შეიძლება ითქვას, იმ ტრაგიკული საქციელითაც უკვე მოინანია ყველაფერი, თუ რამ ცოდვა გააჩნდა. გალაკტიონი რეპრესირებულ პერიოდში ცხოვრობდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ეს იყო ადამიანის ინტელექტის, აზროვნების გამანადგურებელი წლები.  გალაკტიონი ძალიან ხშირად იძულებული იყო სხვადასხვა სახის ნიღაბი მოერგო. მას ნამდვილად ჰქონდა ლოთობისკენ მიდრეკილება, მაგრამ ამას უფრო ულტრირებას უკეთებდა და ხაზს უსვამდა. ჰქონდა უცნაურობანი, თუმცა ამასაც ხაზს უსვამდა. ძალიან ხშირად ისეთ რამეს აკეთებდა, რასაც მისი მსგავსი ავტორიტეტის მქონე სხვა ადამიანი ვერ გააკეთებდა, მაგრამ გალაკტიონისთვის მთავარი იყო ფიზიკურად გადარჩენოდა ამ რეპრესიებს. ასეთი ქცევის გამო პოლიტიკურად ხელშეუხებელი ხდებოდა. შესაძლოა, იმ თვითმკვლელობით, რაც შედგა ბოლოს, ე.წ. ლეჩკომბინატის ფანჯრიდან გადმოხტომით, მან რაღაც გაუცნობიერებელი ნაბიჯი გადადგა, თითქოს მან სამაგიერო გადაუხადა მის მთელ წარსულს იმ ცოდვების გამო, როდესაც ის თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. რადგან ამდენჯერ გადაირჩინა თავი რეპრესიების დროს, შეიძლება თავის თავს სამაგიეროსაც უხდიდა. მან ხომ ბევრჯერ დაინდო თავისი თავი, რათა ეწერა ის ლექსები, გაეკეთებინა თავისი საქმე. ის ხომ დათმობებზე მიდიოდა, თავისი შემოქმედების გადასარჩენად სხვადასხვა ნიღაბს ირგებდა. თუმცა იმ ნიღბით, რაც მკვდარ გალაკტიონს აუღეს, გალაკტიონი პირველად არის წარმოდგენილი ნიღბით, ოღონდ რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, - უნიღბოდ. ანუ ეს იყო მისი რეალური ნიღაბი. რადგან ჩვენმა პატრიარქმა, ილია ||-მ მას თვითმკვლელობა მიუტევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მისატევებელი იყო. იმდენად დიდი იყო გალაკტიონი, რომ მისი თვითმკვლელობა, ამ შეთხვევაში, არაფერს ნიშნავდა.    

 


გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 124 წელი შესრულდა.

 

 

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.

 

 

1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917-1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

 

 

გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016