reportiori.ge - ილია მეორე: გაძლევთ კურთხევას, 40 დღე სახარების ერთი თავი წაიკითხოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:49
რელიგია
ილია მეორე: გაძლევთ კურთხევას, 40 დღე სახარების ერთი თავი წაიკითხოთ
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 03:00


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებაში საფრანგეთის ტერაქტს გამოეხმაურა და მრევლს სახარების კითხვაზე ლოცა-კურთხევა მისცა.


"ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არ განმეორდეს არსად, ხალხი ლოცულობს მშვიდობისთვის და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას ყოველ დღე წაიკითხოთ 40 დღის მანძილზე სახარების ერთი თავი, რომ მშვიდობამ იზეიმოს ჩვენში და მსოფლიოში.

 

ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს იმათ ვინც დაჭრილია, ჩვენ ვიზიარებთ ოჯახების, გამწრებული ოჯახების მწუხარებას", - ბრძანა ილია მეორემ.


პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ ადამიანი ხშირად ბოროტებას უნებისყოფობის გამო სჩადის.


ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მშვიდობა უფლისა სუფევდეს მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვიან ერთმანეთს. ეს მუდამ იყო, მაგრამ ამ ბოლო წლებსა და ათწლეულებში ეს გაძლიერდა.

 

ჩვენი დიდი პოეტი ამბობს, "ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია," ჩვენ შევთხოვთ უფალს კეთილმა სძლიოს ბოროტსა, ბოროტი გამოვლინდება ძალიან ხშირად, ადამიანის ბოროტი ნებისყოფით. თქვენ იცით მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას, იქ მოხდა მსხვერპლი და ჩვენ ვლოცულობთ მათთვის."


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016