reportiori.ge - მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნის - „მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე“- პრეზენტაცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:57
კულტურა
მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნის - „მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე“- პრეზენტაცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
17 ნოემბერი, 2015. 12:42


 

გამომცემლობა „ინტელექტის" და ელექტრონული წიგნების სახლი „საბას" ორგანიზებით, 16 ნოემბერს „თიბისი  გალერეაში"  მსახიობ მერაბ ნინიძის  ავტობიოგრაფიული წიგნის „მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის თანაავტორია მარიკა ბაკურაძე. ავტორებმა წარადგინეს როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ვერსიაც.


 

„ჩემს ახალგაზრდობაში ბევრს, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრებს უნდოდათ, ნორმალური ადამიანის ცხოვრება მქონოდა. ყველა მირჩევდა, მსახიობი არ გამოვსულიყავი, იმიტომ რომ ეს რთული პროფესიაა. რაც უფრო ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, მსახიობი არ გამოხვიდეო, მსახიობობა მით უფრო მინდოდა. წიგნის სათაური ციტირებაა თვითონ რობერტ სტურუას მიძღვნისა, რომელიც მან პირადად  15 წლის ასაკში გამიკეთა, როცა ათენში გასტროლებზე  რუსთაველის თეატრთან ერთად ვიყავი.

 

წიგნის დაწერა გეგმაში ნამდვილად არ მქონდა, ეს არის ქალბატონ მარიკა ბაკურაძის დამსახურება და ზვიად კვარაცხელიას ინიციატივა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.  კი მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც არქეოლოგიურ გათხრაში მიპოვეს, რაღაც ძველმანი, რომელიც მუზეუმის ექსპონატია... უცბად, წიგნს რომ წერენ შენზე, უცნაური შეგრძნებაა... მაგრამ ეს არის მომენტალური ფიქრი... მერე როცა დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მარიკა ისეთი გულწრფელობით, ისეთი სერიოზულობით მიუდგა ამ ყველაფერს...  გამხსნა, როგორც იტყვიან, როგორც რეჟისორმა მსახიობი. მერე უკვე აღარც ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს წიგნი იქნებოდა, ამაზე რომ მეფიქრა მაშინ, ვერაფერს მოვუყვებოდი, ვერაფერზე ვილაპარაკებდი... შევეცადე, რაც შეიძლებოდა გულწრფელად მომეყოლა ის, რაც მას აინტერესებდა. ყველაზე დიდი შრომა სინამდვილეში მან გასწია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წიგნად შეკრა და ასეთი ფორმა მისცა. მე  უბრალოდ, იმით დავეხმარე, რომ ჩემს ამბებს ვუყვებოდი...

 

არ ვიცი, ჩემი შვილები წაიკითხავენ თუ არა, მე მათ ვერ მოვთხოვ...  თუ დააინტერესებთ, წიგნი არსებობს... ალბათ,   ადრე თუ გვიან წაიკითხავენ", -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მერაბ ნინიძემ. 


 

„მსახიობის საინტერესო როლები და ბავშვობის მოგონებები, მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფია ერთ წიგნად  გამოიცა. ავტორმა წიგნში ცხოვრებისა და შემოქმედების ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტები შეიტანა. „ჩემი მთავარი სირთულე ის იყო, რომ კარგი მონაყოლი ფურცლებზე კარგად გადამეტანა.  ამ წიგნზე სრული ცხრა თვე ვმუშაობდით. მერაბი არაჩვეულებრივი მთხრობელია, წიგნიც განსაკუთრებულად გულწრფელი გამოვიდა", - განაცხადა მარიკა ბაკურაძემ.

 

 

პრეზენტაციას მსახიობის თაყვანისმცემლები, ცნობილი სახეები  და მისი მეგობრები ესწრებოდნენ.  


„ჩემთვის ეს დღე არის ნოსტალგია, ახალგაზრდობის, ბავშვობის, წუთების, საათების, რაც მერაბთან და ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარეთ.  ეს ისტორიაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი რაღაც გამოვიდა",- აღნიშნავს გია გაჩეჩილაძე („უცნობი") „რეპორტიორთან" საუბრისას.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016