reportiori.ge - მორიგი შეტევა „რეპორტიორის“ წინააღმდეგ (პასუხი ცილისმწამებელს)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:38
მედია
მორიგი შეტევა „რეპორტიორის“ წინააღმდეგ (პასუხი ცილისმწამებელს)
ავტორი: ანა ნოდია
17 ნოემბერი, 2015. 15:00



მორიგი შეტევა „რეპორტიორის" წინააღმდეგ - ამჯერად, მედიაექსპერტად ცნობილი ნინო დანელია „პრაიმტაიმთან" საუბარში ახსენებს „რეპორტიორს" და მას სხვა სააგენტოებთან ერთად რუსეთში დარეგისტრირებულ ონლაინ-გამოცემებთან პარტნიორობაში სდებს ბრალს. დანელია ასახელებს „მარშალპრესს", „ფოსტალიონს" და „რეპორტიორს" და ამბობს, რომ ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ხშირად სტაფსაც იყოფენ. მისი განმარტებით, ის მასალები, რაც ამ სააგენტოებზე ქვეყნდება, პროპაგანდას ისახავს მიზნად და არავითარ ფაქტობრივ მონაცემებს არ ეყრდნობა. დანელიას თქმით, ეს მედიასაშუალებები პირდაპირ არ ამბობენ, რომ რუსეთი კარგია, თუმცა, იმას, რომ ევროპა ცუდია, ცალსახად ამბობენ.


ქალბატონო ნინო დანელია: გისვამთ კონკრეტულ შეკითხვებს და ველოდები კონკრეტულ განმარტებებს თქვენგან - რას ნიშნავს „სააგენტოები ერთმანეთთან თანამშრომლობენ"? რას ნიშნავს „იყოფენ სტაფს"? რას ნიშნავს - ცალსახად თქმა იმისა, რომ ევროპა ცუდია? - მანამ, სანამ დამატებით განმარტებას მე თავად გავაკეთებ, თქვენგან ამ სამ შეკითხვაზე ველოდები პასუხს და კეთილი ინებეთ - არგუმენტირებულად გვიპასუხეთ.


„კვლევა", რომელიც თქვენს განცხადებამდე ერთი თვით ადრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა, ანალოგიურ შინაარსს ატარებდა.

(იხილეთ „რეპორტიორის" რეპლიკა - http://reportiori.ge/?menuid=59&id=79217 ). ამის შემდეგ ამავე შინაარსის სიუჟეტი „რუსთავი 2"-ის გადაცემა „P.S."-ში გავიდა.


ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ემსახურება და კონკრეტულად კი „რეპორტიორის" წინააღმდეგ! რაშიც „ბრალს" სდებთ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორს" - დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელება, არასანდო წყაროს გამოყენება, გადაუმოწმებელი მასალა, - თავად იყენებთ ამ ფორმას. კი მაგრამ, მაინც რომელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებთ ამ ბინძურ კამპანიას, რომელ არგუმენტებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ „რეპორტიორი" ანტიდასავლურად განწყობილი მედიაა, ან ვისი ინფორმაციაა, რომ ვინმესთან სტაფს იყოფს? - კიდევ ერთხელ - ქალბატონო ნინო, გელით და გვიპასუხეთ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენგან ამგვარი ცილისმწამებლური განცხადებები პირველი არ არის. 


აქვე განმარტებისთვის: „რეპორტიორი" არის სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც 3 წელია არსებობს, ჰყავს მრავალი გამომწერი, მკითხველი, გუნდი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. „რეპორტიორი" კანონის ფარგლებში თანამშრომლობს ყველა მედიასაშუალებასთან, არ ავრცელებს ანტიდასავლულ მასალებს, არ იყოფს სტაფს არავისთან.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016