„მწვანეთა პარტიის"ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე „იბერიის" გადაცემა „პრიორიტეტში" საუბრისას წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ ნარკოდანაშაულზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ყველაფერი დოკუმენტალურადაა დადასტურებული და საზოგადოებისთვისაც ცნობილია:
„საქართველოს ხელისუფლებამ ჩაკეტა ეს ტრანსნაციონალური დანაშაული, თუმცა მე როგორც ვიცი, პროკურატურა იძიებს. ეს არის ტრანსნაციონალური მაფია. ავღანეთიდან ჰეროინი რომ წამოვიდეს საქართველოში, რამდენი რამდენი ქვეყანა უნდა გაიაროს, მათ შორის ირანიც და სად უნდა წავიდეს, ე.ი ფოთის პორტიდან, ერთი წერტილიდან გადიოდა 7 ტონა სუფთა ჰეროინი, რომელიც იტვირთებოდა და მიდიოდა რუმინეთში.
ამ ადამიანებიდან ერთი არის უკრაინაში ახლა, მეორე ციხეში ზის და მესამე -კეზერაშვილის სახით გაქცეულია", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.