მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს კინოთეატრში „შიმშილის თამაშების" პრემიერა გაიმართა. ფილმის ბოლო ეპიზოდს ქართველი მაყურებელიც მოუთმენლად ელოდა.
2008-2010 წლებში ამერიკელმა მწერალმა სიუზან კოლინსმა ტრილოგია „შიმშილის თამაშები" დაწერა, რომელიც მაშინვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. 2012 წელს რეჟისორმა გარი როსმა მსოფლიოს აჩუქა „შიმშილის თამაშების" პირველი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარი როლი ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავს ჯენიფერ ლოურენს შესთავაზა. ფილმის მოგებამ 600 მილიონზე მეტი შეადგინა და ის მაშინვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
2015 წელი - მსოფლიო ფენომენის, „შიმშილის თამაშების" ეპიკური დასასრული. მსოფლიო მასშტაბით ყველა ელის ფილმის დაწყებას. ფილმის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან, რითი დამთავრდება დისტრიქტების რევოლუცია., მეორე მხრივ კი საგას ნამდვილ გულშემატკივრებს გული სწყდებათ, რომ კეტნის ევერდინის თავგადასავალი მთავრდება.