პოეტმა, პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა მაია კახიძემ ლექსების პირველი კრებული გამოსცა. „ფიქრიმაიები" - ასე ჰქვია კახიძის ლექსების წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნლ სასახლეში გაიმართა.
„ვწერ სიყვარულზე, რადგან სიყვარულია თავი და თავი ყველაფრის. სიყვარულით მოვედი დღემდე. თურმე ძალიან „გემრიელია", როდესაც წიგნს ბეჭდავ. სხვა სტიმული გაქვს, სხვა მიზნები გიჩნდება... არ შემიძლია წერის გარეშე... „ფიქრიმაიები" - ეს სახელწოდება იმიტომ, რომ სულ ვფიქრობ, როცა მძინავს მაშინაც ვფიქრობ. ფიქრით ვცდილობ დავძლიო არსებული პრობლემები და დავაძლევინო ჩემს მეგობრებსაც", - განაცხადა პოეტმა.
ლექსების კრებულის პრეზენტაციას მაია კახიძის მეგობრები, ახლობლები, მსახიობები, პოეტები დაესწრნენ.
„2 სიტყვა - მაია კახიძე - ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ 23 წელია ერთად ვართ, ის ჩემი მეგობარია. მაია შესანიშნავი ჟურნალისტი და პოეტია. აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის პოეზიას, რომ გაიგოთ, რა სულის პატრონია ის...", - განაცხადა ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ.
პოეტი მომავალ წელს 2 კრებულის გამოცემას გეგმავს.