reportiori.ge - თეიმურაზ ჯინჯიხაძის დედა, ლეილა ესაიაშვილი, ერთთავად იმაზე საუბრობს, რომ, თურმე მისი შვილი ხშირად აფინანსებდა თინა ხიდაშელს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:42
ყვითელი
თეიმურაზ ჯინჯიხაძის დედა, ლეილა ესაიაშვილი, ერთთავად იმაზე საუბრობს, რომ, თურმე მისი შვილი ხშირად აფინანსებდა თინა ხიდაშელს!
29 აგვისტო, 2013. 00:52

„რესპუბლიკელებზე" „შეტევა" არ ცხრება. ერთი კია, ამ შეტევას განმტკიცებას „ფაქტებით" ცდილობენ. სიტყვა ფაქტები შეგნებულად ჩავსვით ბრჭყალებში, რადგან ქვემოთ ნათქვამის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შეგვიძლია.


სამაგიეროდ, ვფიქრობთ, ამ ჭორ-მართალის დადასტურებას თუ უარყოფას თვითონ რესპუბლიკური პარტია და მათი ლიდერები უნდა ცდილობდნენ, რადგან რასაც ახლა ვიტყვით, ეს ამბავი საგარეჯოში კარგა ხანია კარდაკარ დადის და პირდაპირ ეხება მათ რეპუტაციას.


საგარეჯოში სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული, ადგილობრივი საკრებულოს თანამშრომლის, თეიმურაზ ჯინჯიხაძის დედა, ლეილა ესაიაშვილი, მეზობლებთან თუ ოჯახის ახლობელთან, ერთთავად იმაზე საუბრობს, რომ, თურმე მისი შვილი ხშირად აფინანსებდა თინა ხიდაშელს სოლიდური თანხით. იმაზეც ლაპარაკობს, რომ აღნიშნულის გახმაურების შემდეგ, თინა ხიდაშელმა ქუთაისში, პარლამენტში დაიბარა ლეილა ესაიაშვილი და უთხრა, რომ მის შვილს დაუდგებოდა თავდებში და თანხითაც უზრუნველყოფდა. იმასაც დაპირდა, რომ  ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ დატოვებდა საგარეჯოში და დაასაქმებდა პარლამენტში.


შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩვენი საქციელიც მაინცა და მაინც ვერ ჯდება ჟურნალისტურ სტანდარტში, რომ, როგორ შეიძლება ასე, ერთი შეხედვით დაუდასტურებელი ამბის სააშკარაოზე გამოტანა. ჟურნალისტებს ხშირად გვედავებიან: სუბიექტურობასა და მიკერძოებულობაშიც კი გვდებენ ბრალს. რას იზამ, უცოდველი ვინ ყოფილა, ჩვენ - ვიყოთ, მაგრამ ზემოთ მოყვანილი კონკრეტული ამბავი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და არა მარტო ჩვენი, ანუ, ჟურნალისტების მხრიდან. საქმე ის არ არის, რომ იგი ბაზარში და ავტობუსში ყურ-მოკრული ჭორი არ გახლავთ. ამას გარდა, ინფორმაცია, კონკრეტულად, ვინმეს პირად ცხოვრებას რომ ეხებოდეს, გვერწმუნეთ, კრინტსაც არ დავძრავდით. მაგრამ რა ვუყოთ თვალს და ყურს, როცა ამბის გარეთ გამომტანები საკუთარ ვინაობას არ მალავენ. თანაც, სახეზეა დანაშაულიც და ამ დანაშაულისათვის სამართალში მიცემულიც.


დიახ! ჯინჯიხაძე კორუფციაშია მხილებული. ის და მისი ოჯახის წევრები კი, ქვეყნის ერთ-ერთ, ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკს, ამ დანაშაულის ლამის თანამონაწილედ ასახელებენ!


რა ვქნათ? გავჩუმდეთ?


ვერ გავჩუვმდებით და აი, რატომ! თეიმურაზ ჯინჯიხაძის მშობლების მერე ჯერჯერობით ახლობლებში გაცხადებული: ბევრ რამეს ვიტყვითო - თუ შანტაჟია, მაშინ შანტაჟი დასჯადია და ქალბატონმა თინამ კიდეც რომ წაუყრუოს ამ ბრალდებას, ჩვენ ვეღარ დავიბრმავებთ თვალს. ხოლო თუ ლეილა ესაიაშვილს საკუთარი ნათქვამის დადასტურება შეუძლია, ბუნებრივია, ვერც ეს დარჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა, რადგან საკითხი პარლამენტარის, ხალხის რჩეულის, საქციელს და ასე განსაჯეთ, მის ბედ-იღბალსა და ღირსებას ეხება!


საერთოდ, არც ის არის დასამალი, რომ ამ ბოლო დროს, მთლიანად სახელმწიფო აპარატის საქმიანობის მიმართ შეკითხვები ნელ-ნელა მატულობს. ერთი დიდი კითხვის ნიშანი ქვეყნის პრემიერის ამასწინანდელმა, ჩვენს მიერ ერთხელ უკვე აღნიშნულმა, განცხადებამაც გააჩინა.


პარლამენტარები რომ ფეოდალებივით იქცევიან, ჯობია საქმე აკეთონო!


ჯინჯიხაძეების პოზიცია ცნობილია. მათი პრეტენზია, ჯერჯ-ჯერობით, ზეპირ განცხადებას არ სცილდება...


ვფიქრობთ, „რესპუბლიკელთა" ლიდერის აზრიც არ იქნება უინტერესოდ მოსასმენი. მით უფრო, რომ ამ ბრალდებებში სინათლის შეტანა, ყველაზე მეტად, ქალბატონი თინა ხიდაშელის ინტერესს ემსახურება!

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016