reportiori.ge - შაშკინიდან ბაქრაძემდე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:53
ყვითელი
შაშკინიდან ბაქრაძემდე...
20 აგვისტო, 2013. 00:54

ამ რამდენიმე წლის წინ, ლონდონი, რომ იტყვიან, კინაღამ აფეთქდა, როცა გაირკვა, რომ ინგლისის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ტელეფონით საუბარი ბიუჯეტს ხუთი გირვანქა დაუჯდა. ისიც ბევრს გეხსომებათ, როგორ გადადგა თანამდებობიდან, დისერტაციის დაცვის შემდეგ, პლაგიატში მხილებული გერმანიის თავდაცვის მინისტრი.


ასეა! ნორმალურ სახელმწიფოში საზოგადოება, ერთი შეხედვით, წვრილმანსაც არ გაპატიებს. დაგვეთანხმებით, ხუთი გირვანქა ინგლისის ხაზინას ვერაფერს დააკლებს. სამაგიეროდ, იქ კარგად იციან, რომ კაპიკების გაფლანგვის პატიება - მილიონების მოპარვისათვის წაქეზების ტოლფასია. დიახ, ეს ინგლისშიც კარგად იციან და სხვაგანაც, სადაც ადამიანები თავს სახელმწიფოს სრულფასოვან წევრებად თვლიან, სადაც ქვეყნის პატრონად საკუთარი თავი მიაჩნიათ და არა არჩეული თუ დანიშნული ჩინოვნიკები.


როდემდე უნდა გვშურდეს ასეთი ქვეყნების. ჩვენში ვინმემ რომ პროტესტი გამოთქვას, მავანმა მინისტრმა თავის ნაშრომში აზრები მოპარა ვიღაცას, ანდა, რომელიმე პარლამენტარმა საკუთარი ცოლის მანქანაში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაასხა ათი ლარის ბენზინიო, გიჟად თუ არ გამოვაცხადებთ, საქმეგამოლეულის იმიჯს ნამდვილად ავკიდებთ. ათი კი არა, ათიათასობით ლარი დაუჯდა ბიუჯეტს დავით ბაქრაძის ოჯახის წევრების კომპიუტერით გართობა, მისი მეუღლისთვის გადარიცხულ თანხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ... მაგრამ რა მერე? ითქვა და მორჩა. არადა, იმ ხუთი გირვანქის ფონზე, მსგავსი ინგლისში რომ მომხდარიყო, შედეგის წარმოდგენაც კი ძნელია. ჩვენ კი ერთ ყურში შევუშვით - მეორედან გავატარეთ. ვინ მოთვლის რამდენი ასეთი გაგვიტარებია. რომელიმე მაღალჩინოსნის წინდაუხედაობა, შეცდომა და დანაშაული, რომ ჩვენსავე ყოველდღიურობას ახალ თავის ტკივილად ემატება, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. თუ ვფიქრობთ საერთოდ...


ამ ბრალდების წინააღმდეგ, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, კრინტიც არ დაუძრავს, არც ხო უთქვამს და არც - არა. ახალი ამბავი არ არის, ქართველი ჩინოვნიკები საზოგადოების ინტერესს საკუთარი მაღალი ყურადღების ღირსად რომ არ თვლიან. ამიტომაც ამ დანაშაულს ყველამ წაუყრუა. ეს მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ ხარჯი ნამდვილად ბიუჯეტიდან დაიფარა!


ამბობენ, რომ ეს ერთადერთი და რაც მთავარია ერთეული შემთხვევა არ არის. ყოველი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ჩვენს კისერზე ჯდომა, აქამდეც ჩვეულებრივი ცხოვრების წესი გახლავთ.


ბოროტი ენები ჭორაობენ, რომ კავშირგაბმულობის კორპორაციული საშუალებებით კონტაქტობენ, დღემდე თავის აქაურ მეგობარ-ნათესავებთან, უცხოეთში გაქცეული ჩინოვნიკები. ასეთების რიცხვში გახლავთ დიმიტრი შაშკინიც - უფრო სწორად, ბაქრაძის პარტიული კოლეგა და ამხანაგი შაშკინიც, რომლის „ემიგრაციაში" ყოფნისას საქართველოს ბიუჯეტმა, განათლების სამინისტროს ხარჯებიდან ათი ათას ლარზე მეტი გადაიხადა, მარტო მისი სატელეფონო მომსახურებისათვის.


განათლების სამინისტრო რა შუაშიაო, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი. იმ შუაშია, ბატონო, რომ განათლებიდან თავდაცვაში რომ გადავიდა შაშკინი, თან განათლების სამინისტროს კორპორატიული ტელეფონის ნომერიც თან გაიყოლა, რომელსაც ამერიკაში ყოფნისას ვერ შეელია! იმასაც ფიქრობდა, აბა ვინ იეჭვიანებს განათლების სამინისტროს ტელეფონით ვსარგებლობო...


არც ეს ამბავია დაუდგენელი ჭორი. არსებობს შაშკინის მესიჯობის დამადასტურებელი ფაქტები სწორედ ამ კორპორატიული ნომრიდან. გაზეთმა „ალიამ" ამ თემას პუბლიკაციაც კი მიუძღვნა. მაგრამ განათლების სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყურიც კი არ შეიბარტყუნა!!! არადა, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ყოფილ მინისტრს, პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილსაც ეკუთვნის! ასევე, დასადგენი და გასარკვევი სხვა რამეა და ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანიც: რატომ პატიობს დღევანდელი ხელისუფლება ყოფილ ჩინოვნიკებს გაფლანგულ ჩვენს ფულებს, რომლის რაოდენობაც, როგორც სარწმუნო წყარო გვეუბნება, ასტრონომიულ ციფრებამდე ადის და თუ არ პატიობს, ესეც გვითხრას ვინმემ..




ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016