პოეტს, დრამატურგს, ჟურნალისტსა და მსახიობს მამუკა სალუქვაძეს წელს 60 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მწერალთა სახლში დღეს მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში შესულია 5 დრამატურგიული პიესა, რომელთაგანაც 4 საქართველოს თეატრის სცენებზე უკვე დაიდგა, ერთი კი წელს პირველად დაიბეჭდა.
„ვფიქრობ, ეს კრებული ქართველი მკითხველისთვის კარგი საჩუქარია, განსაკუთრებით ქართული თეატრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი", - განაცხადა საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.
„იშვიათად შემხვედრია ისეთი ნიჭიერი ადამიანი, როგორიც მამუკა იყო. ბედნიერი ვარ, რომ მამუკას ვიცნობდი... მოხარული ვიქნები, თუ ასეთი საღამოები გაიმართება, რადგან ეს მამუკასთან ურთიერთობის გარკვეული ფორმაა", - განაცხადა ჟურნალისტმა დოდო შონავამ.
მამუკა სალუქვაძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.