"რეპორტიორის" თვალით...
სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015“ გაიხსნა
30 ნოემბერი, 2015. 20:20
დღეს, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ. წლევანდელ ფესტივალზე პირველი წარსდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ღვინის თეატრი", რომელმაც ანტონ ჩეხოვის მოთხრობის „ნერვების" მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინა.
ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტების თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
ფესტივალი 10 დღეს გასტანს. საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია „თიბისი გალერეაში" 10 დეკემბერს გაიმართება.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24