reportiori.ge - „ბილეთზე „სიკვდილის პრემიერა“ ეწერა“, - პარიზელი წყვილის ტრაგიკული ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ბილეთზე „სიკვდილის პრემიერა“ ეწერა“, - პარიზელი წყვილის ტრაგიკული ისტორია
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 10:48



პარიზში მომხდარი ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სულა სულაშვილი, წყვილის უკანასკნელ დღესა და ტრაგიკულ ისტორიაზე წერს.


"დილით, საუზმეს რომ ამზადებდა, გაბრიელის საყვარელი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და დაემსხვრა... კლაუდიამ შუბლზე აკოცა შვილს და პირობა მისცა, სამსახურიდან დაბრუნებამდე აუცილებლად უყიდიდა ზუსტად ისეთივე ფინჯანს, რადაც უნდა დასჯდომოდა.


- მთელ პარიზს შემოვივლი და ვიშოვი, - ეუბნებოდა გაბრიელს და შოკოლადინს ძალით სტენიდა პირში, - აი, ეს ერთიც შეჭამე... შეჭამე და საღამომდე დაგავიწყდება...


გაბრიელი რომ გააცილა, თვითონაც შემოიცვა თხელი მანტო და ქალაქში გავიდა. შორს არც უფიქრია წასვლა. იქვე, ახლოს, რესპუბლიკის ქუჩაზე, საკონცერტო დარბაზის მოპირდაპირედ, ეგვიპტური სუვენირების მაღაზიაში შევიდა. თვალები სიხარულისგან გაუნათდა, როდესაც მსგავსი ფინჯანი ისევ აღმოაჩინა თაროზე და ერთის ნაცვლად, ორი იყიდა: მალე ცოლს შეირთავს, იყოსო, - გაიფიქრა გულში. შემდეგ საკონცერტო აფიშები გადაათვალიერა და სალაროსკენ გაეშურა. ჯერ სამი ბილეთი მოითხოვა. მერე იფიქრა: მე რაღა მინდა, ახალგაზრდები არიან, თან მთელი კვირაა, ერთმანეთს არ შეხვედრიანო და ერთი ბილეთი ისევ უკან დააბრუნა...


***

გვიან საღამოს გიჟივით გავარდა აივანზე...

ქალაქი სირენების ხმამ შთანთქა...


- ვაიმე, შვილებო! - იყვირა და საკონცერტო დარბაზისკენ გაიქცა...


დღეს პროზექტურის კარებთან მდგარი, თმაგაწეწილი კლაუდია ყველას უყვებოდა, როგორ შეიძინა ბილეთები, რომელსაც თურმე "სიკვდილის პრემიერა" ეწერა ზედ და გულმოსაკლავი ხმით კიოდა: - დამიბრუნეთ მესამე ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე დასასწრებად!


გაბრიელის და ემილიას უსულო სხეულს ჯერ ისევ ოქროსფერი ქაღალდი ეფარა და მათ ჯიბეში დარჩენილი მობილურები დაუსრულებლად წკრიალებდნენ... ეს იყო ხმა, რომელსაც სიკვდილის გაცოცხლება სურდა... მათ მეგობრები, ნათესავები და ალბათ უბრალოდ ნაცნობები ეძებედნენ და ელოდებოდნენ...


საშინელი სურათი იყო

პარიზი 2015 წ. 13 ნოემბერი






 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016