reportiori.ge - სააკაშვილი პრემიერის პოსტს უმიზნებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სააკაშვილი პრემიერის პოსტს უმიზნებს!
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 14:42


 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელის გამოცემა „Politico"-სთან ინტერვიუში აცხადებს, მზად ვარ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავოო: „მინდა, მონაწილეობა მივიღო დიდ გარდაქმნებსა და რეფორმებში. მე ამის გაკეთება შემიძლია ნებისმიერი ხარისხით". ამით, სააკაშვილმა, ფაქტობრივად გადათქვა ადრე გაკეთებული განცხადებები. მის ამ გამონათქვამს წინ უსწრებდა პრემიერ არსენი იაცენიუკთან ცხარე სიტყვიერი კამათი.


უკრაინაში აშკარად იკვეთება „ვარიაგების" სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნის ტენდენცია. გასულ კვირას ნაციონალური პოლიციის უფროსად დაინიშნა ხატია დეკანოიძე - საქართველოს განათლების ექს-მინისტრი და საქართველოს პოლიციის აკადემიის პირველი რექტორი, ასევე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის თანაშემწე.


რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნის ექსპერტების მოწვევა და მათი გამოცდილების გაზიარება, მაგრამ აუცილებელია ადგილობრივი კადრების გამოზრდაც. უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე უცხოელთა მოწვევაზე საუბრობს საზოგადო მოღვაწე გენადი დრუზენკო:


- სამწუხაროა, რომ საკუთარი ღირსების გამძაფრებული გრძნობით ცნობილი ქართველები მზად არიან, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების კლანურ-ოლიგარქიულ გარჩევებში ერთგვარ შირმად და იარაღად იქცნენ სხვის ხელში. არსებობს მარტივი დემოკრატიული ლოგიკა: პოლიტიკოსებს უნდა გავეფრთხილებინეთ, რომ აქცენტს „ვარიაგებზე" გააკეთებდნენ. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდისას არცერთ მათგანს არაფერი უთქვამს ამ პრინციპულ საკითხზე; გამოდის, რომ ჩვენი მმართველები აკეთებენ იმას, რასაც არ შეჰპირებიან ხალხს - ეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა.


პრეზიდენტი თუ პრემიერი - სუბიექტს გააჩნია - სილას აწნის უკრაინელ ხალხს, რომელმაც თავად გაიმარჯვა ღირსების რევოლუციაში, რომელმაც თავის თავზე, მართალია, მოძმე ქართველების მხარდაჭერით, მიიღო ომის მთელი დარტყმა. ეს საკუთარი ხალხისადმი უნდობლობაა. ჩემი აზრით, ეს უპატივცემულობაა უკრაინელი ხალხისადმი, რომელთა გარეშეც დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები იქნებოდნენ ემიგრანტები ან გენპროკუორ პშონკასთან ისხდებოდნენ დაკითხვაზე.


ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების ასეთ ნაბიჯს სერიოზული შედეგი მოჰყვება, მსგავსი საქციელით უკრაინელებში არასრულფასოვნების კომპლექსს ანვითარებენ. განსხვავება ისაა, რომ რუსები ქართველებმა ჩაანაცვლეს; ქართველებისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად, არ მგონია, რომ ეს ჩანაცვლება სიკეთეს მოგვიტანს. არ მგონია, რომ უკრაინულ რეფორმებში ქართველები დამხმარეებად გამოგვადგნენ, რადგან ჩვენი ქვეყანა ბევრი მაჩვენებლით აღემატება საქართველოს. ფოჩიანი ქაღალდის კანფეტად გასაღება არ შეიძლება და ეს უნდა ესმოდეს ჩვენს პრეზიდენტს. აღარაფერს ვამბობ უკრაინელი ხალხის უპატივცემულობაზე.


ყველამ იცის, რომ სააკაშვილი კარგი „პიარშიკია", თუმცა უნდა დავეთანხმო იაცენიუკს, რეფორმების გამო, არამარტო პიროვნების, არამედ მთელი პარტიის მიერ ძალაუფლებისა და მოქალაქეობის დაკარგვა, არ არის ის, რაც მაგალითად უნდა გამოვაცხადოთ. კარგი იქნებოდა, მუშაობის შედეგები გვენახა, მაგრამ ფაქტია, რომ ოდესის გუბერნატორმა თავისი პროკურორებითა და მილიციით, პირწმინდად წააგო რეგიონალებთან. ხმამაღალი განცხადებებისა და პრემიერთან ომის ფონზე, ღირებული რეფორმები არ ჩანს. როდესაც საქართველოში ვიყავი 2000 წლის ბოლოს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილს მხოლოდ ერთი გენიალური გუნდი ჰყავდა - მარკეტინგული. როგორც ვატყობ, ქართველები უკრაინაშიც იმავეს აკეთებენ, როცა მარკეტინგი და რეალობა პარალელურ განზომილებაში ვითარდება.

 

 

 

დიმიტრი კრივცენი

День"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016