reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის სამსახური შეიქმნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:05
სპორტი
ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის სამსახური შეიქმნება
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 16:15



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის სამსახური შეიქმნება. მისი თქმით, აღნიშნული სამსახური გარიგებული მატჩების აღმოსაფხვრელად იმუშავებს.



ვერ გაიგო ხალხმა, რა შეიცვალა ფეხბურთში. მომავალშიც 24 საათი ვიმუშავებთ ფეხბურთის განვითარებისთვის. მსგავსი ადამიანები კი ასეთი ქმედებებით წყალში ყრიან ჩვენს მუშაობას. ყველა ჩვენი რესურსით შევებრძოლებით გარიგებულ მატჩებს. იქმნება სპორტული სამართლიანობის ცენტრი, რომელიც ასეთ საკითხებზე იმუშავებს, ასევე მემორანდუმს გავაფორმებთ პროკურატურასთან და შს სამინისტროსთან", - განაცხადა კობიაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, მატჩების გარიგებები აქტიურად ხდებოდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ბოლო ინციდენტს, რომელიც ხობის „კოლხეთსა" და ცხინვალის „ლიახვის" მატჩზე დაფიქსირდა, კობიაშვილმა „ლიახვის" ფეხბურთელს, რომელთანაც მატჩის გარიგების მიზნით ზარი განხორციელდა, მადლობა გადაუხადა.



მადლობას ვუხდი ამ ფეხბურთელს. მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მას დაურეკა ერთ-ერთმა პირმა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზა მატჩის გარიგება, თუმცა, ამ ფეხბურთელმა ეს ფაქტი არ დამალა და ამისთვის მე მადლობას ვუხდი მას", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016