"რეპორტიორის" თვალით...
ფესტივალი „ნიღაბი 2015“ გრძელდება
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
02 დეკემბერი, 2015. 19:56
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" გრძელდება. მაყურებლის წინაშე დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი „ჰიგია" წარსდგა. ფესტივალის მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპექტაკლი „ქეთო და კოტე" წარმოადგინეს.
„ნიღაბი" არის ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ. 6 კაციანი ჟიური კი გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში გამოავლენს.
ფესტივალი 30 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. 10 დეკემბერს კი „თიბისი გალერეაში" ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24