"რეპორტიორის" თვალით...
გუგული მგელაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
03 დეკემბერი, 2015. 18:51
ქართველი რეჟისორი გუგული მგელაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორისა და სცენარისტის დაკრძალვის ცერემონია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართა.
გუგული მგელაძე 20-ზე მეტი ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია. მის მიერ გადაღებული ფილმებია: „ბურთი და მოედანი", „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", „ცისკრის ზარები", „სინათლე ჩვენს ფანჯრებში", „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ", „მაცივარში ვიღაც იჯდა", „ფესვები", „ჩაკლული სული", „გაჭედილები". სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს პირველი წარმატება მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა - „ბურთი და მოედანი" მოუტანა.
საქართველოს სახალხო არტისტი გუგული მგელაძე 1928 წელს თბილისში დაიბადა.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24