reportiori.ge - ამერიკელი მწერალი: ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები... ვხვდები რატომაც...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:29
ყვითელი
ამერიკელი მწერალი: ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები... ვხვდები რატომაც...
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 00:15



 „პრესა.ge" ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის და მწერლის ნატალი ჯუსის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მწერალმა საკუთარ ბლოგზე, თბილისში სტუმრობის შემდეგ გამოაქვეყნა.


ნატალი ჯუსი ნიუ-იორკში მოღვაწეობს და მოდის სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ქალად ითვლება, ცოტა ხნის წინ თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა.


"ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? ეს საკმაოდ აკურატული და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდა ქართველი ქალი ხართ, . გულწრფელად შეძრწუნებული ხართ თქვენი თანამემამულე მამაკაცებით. ან როგორც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიც იტალიელია), "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები", (თუ პირიქით?) და მგონი ვხვდები კიდეც რატომაც. მე თვითონ თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას.

 

შენ მოელი დაინახო მაღალი,მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერი მსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდა გააკეთონ ეს? გოგონები მაინც არ უყურებენ მათ, ისინი რჩეულის საპოვნელად საზღვებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახეს ფოტოგრაფი  Julien Boudet, ისინი თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრას და ამაში არც ვადანაშაულებ .. ბრავო, ჯულიენ," - წერს ავტორი.

 

თუმცა, თბილისში სილამაზეს მოკლებულნი ნამდვილად არ ვართ. ეს აბსოლუტურად შესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული,ზოგჯერ ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, ის უცნაური და სცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიას მახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩასმული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა მდინარის ნაპირებზე.

 

ქართველები ზამთარში ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის პლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ჰგავს ძვირფასეულობის ზარდახშას. როგორც ჩანს, კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო.

 

შენ შეგიძლია თბილისი მთლიანად ნახო ერთ დღეში. მოიარო ძველი ქალაქი, ჩაჯდე საბაგიროში, ნახო ნარიყალა, გოგირდის აბანოები, იშოპინგო, ეწვიო "გაბრიაძის კაფეს", ისადილო ფუნიკულიორზე.

 

მაგრამ არსებობს რამდენიმე იშვიათი რამ, რისი ნახვაც ნამდვილად ღირს, მაგალითად, შეგიძლია დაესწრო ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" რეპეტიციას, რაც ძალიან ამაღელვებელია. აი თურმე სად იმალებიან ეს ბრწყინვალე, მაღალი, მუქთმიანი, სიმპათიური ბიჭები. ისინი ნამდვილი მეომრები არიან.

 

ჩვენ ასევე ვეწვიეთ 'სამოსელი პირველს", სადაც ტრადიციული ქართული სამოსი იყიდება, ის საოცარია. მე მეცვა ერთ-ერთი კაბა მოდის კვირეულის ბოლო დღეს და საოცრად ამაყი ვიყავი,- ამბობს ნატალი.

 

"რაც შეეხება მოდას, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ავნაგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერები თბილია და ახალგაზრდული.

 

სილუეტები ქალურია. მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერი ძალიან მომეწონა,მაგალითად ატელიე "მატერია", ასევე "კიკალა", "ელოში", "ბესსარიონი". რამდენიმე მშვენიერი მოდელიც აღმოვაჩინე. ერთ-ერთი მათგანის ლიკას (ლიკა რიგავა) ფოტო ჩემს Instagram-ზეც კი დავდე და რამდენიმე ნიუ-იორკული სააგენტოს გამოხმაურება მივიღე",- წერს ნატალი.

 

დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა. სტუმარი "კარგ ნიშნად ითვლება. ისინი გმასპინძლობენ საოცარი საკვებით და ღვინით, გჩუქნიან საჩუქრებს. რამდენიმე კილოც კი მოვიმატე საქართველოში სტუმობისას. ჩვეული ინგრედიენტებია ყურძენი,ბროწეული, ბადრიჯანი, ნიორი,ისპანახი,ნიგოზი და ყველი.

 

კლიმატი სამხრეთულია, თბილი, შესანიშნავი.

 

ენა ძალიან ძალიან რთულია, ანბანი მით უარესი, ფასები კი ძალიან დაბალია. ქართული ეკონომიკა არცთუ კარგ დღეშია, რადგან ქვეყანას არ აქვს განსაკუთრებით ეფექტიანი რესურსები, გარდა სოფლის მეურნეობისა.

 

და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორ 1999-ში. მინდა კვლავ დავბრუნდე აქ და ზაფხულზე შავ ზღვას ვეწვიო, მეტი სოფელი ვნახო".




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016