reportiori.ge - ბათუმელი გოგოს სკანდალური შეჭრა რუსულ შოუ-ბიზნესში და ალიევის ყოფილ სიძესთან წითელ ხალიჩაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:42
ყვითელი
ბათუმელი გოგოს სკანდალური შეჭრა რუსულ შოუ-ბიზნესში და ალიევის ყოფილ სიძესთან წითელ ხალიჩაზე
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 11:00


რუსულ შოუ-ბიზნესში კიდევ ერთი ქართველი ახალბედა მომღერალი გამოჩნდა, რომელმაც პირდაპირ, არც მეტი, არც ნაკლები „ენტევეს" გადაცემაში „არ დაიჯერებ" (НЕ ПОВЕРИШЬ) ამოყო თავი.


თემა საკმაოდ დამაინტრიგებელი აღმოჩნდა და მთელი რუსეთი აალაპარაკა.


ცნობილი მსახიობი გოშა კუცენკო, რომელიც ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია, ქართველი გოგონათი დაინტერესდა და მის მუსიკალურ კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.


კლიპში საკმაოდ ბევრი პიკანტური სცენაა ასახული და მოთხრობილია მათი სასიყვარულო ისტორიის შესახებ.


მართალია, პრემიერა და კლიპის გრანდიოზული პრეზენტაცია, დეკემბერში გაიმართება, თუმცა მასზე უკვე ბევრი საუბრობს და მოლოდინის პროცესში არიან. სიმღერა გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო კლიპი ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრე სუტკინმა გადაიღო.


სუტკინისა და გოშას ერთობლივმა თანამშრომლობამ გამოიწვია მასმედიის დიდი ინტერესი, თუმცა სალიმ იმდენად დააინტერესა ჟურნალისტები, რომ აქცენტი უკვე მასზე გაკეთდა. ასე მოხვდა ქართველი დამწყები მომღერალი ცნობილ რუსულ ტელეშოუში. როგორც ამბობენ, 47 წლის მსახიობი გოშა კუცენკო ქალთა გულითამპყრობელია და მის მიმართ ყოველთვის დიდია ინტერესი. ის ასევე მღერის. ჩაწერილი აქვს დუეტი ქეთა თოფურიასთან. ამჯერად კი სალისთან გეგმავს ახალი სიმღერის ჩაწერას.


გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სალისა და გოშას ფლირტზე ხალხი აქტიურად ალაპარაკდა. ქართველი გოგონა უკვე გადაიღო თავის კლიპში რეპერმა ლიგა ლაიზმაც.


ამჟამად სალით, გოშას პროდიუსერი მილა სოლოვიოვა დაინტერესდა და საახალწლოდ გასტროლზეც მიჰყავს ბენდთან ერთად. გეგმაში აქვთ, კონცერტი საქართველოშიც ჩაატარონ.


რამდენიმე დღის წინ ქართველმა მომღერალმა კიდევ ერთხელ მიიქცია მასმედიის ყურადღება. მიუზიკ-ბოქსის დაჯილდოებაზე, სადაც ის საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, წითელ ხალიჩაზე, ცნობილი მილიონერის ვაჟთან, ილჰამ ალიევის ყოფილ სიძესთან, ემინ აგალაროვთან ერთად გამოჩნდა, რომლის ცოლობასაც დღეს ბევრი გოგონა ნატრულობს.


რაც შეეხება სალის - ის ბათუმელია, არის 25 წლის. რამდენიმე თვის წინ დედასთან ჩავიდა მოსკოვში დაბადების დღეზე, რომელიც კარაოკე-ბარში აღნიშნეს და რამდენიმე ცნობილი მომღერალი ეწრებოდა. სალის სიმღერის შემდეგ, სტუმრებმა მისცეს რჩევა, რომ ის სერიოზულად ამღერებულიყო და შოუბიზნესში თავის დამკვიდრება ეცადა.


მის პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ჰყავს 8 წლის შვილი, ხოლო მეუღლეს 2 წლის წინ დაშორდა. ამჯერად თავისუფალია. მის ფინანსურ მხარეს ოჯახი უზრუნველყოფს. დედა, პროდიუსერი ნინო წიკლაურია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად და წარმატებულ ბიზნესმენზე, ალექსანდრე იაცკოვზე იქორწინა. მამინაცვალმა სალი საკუთარ შვილად მიიღო და ყველანაირად გვერდში დაუდგა, რათა მისი კარიერა წარმატებული ყოფილიყო.


 

 

http://www.newposts.ge/

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016